შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის” მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 43 / 23

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2018 10:40

მიღების თარიღი თებერვალი 01, 2018

შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივისმაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკურ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19  გადაწყვეტილებისა,  “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N54/19, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 5 სექტემბრის N594/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივი“ (ს/კ404512522) წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე: მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში 16 საათი; მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური, რუსული; გავრცელების ტექნოლოგია და გეოგრაფიული არეალი ინტერნეტი (საქართველო) და სხვა ტექნოლოგია (საქართველო);

კომისია აღნიშნავს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2018 წლის 4 იანვრის სამსახურებრივი ბარათიდან (№10/30-18) ირკვევა, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის“ 2016 წლის ივნისის თვიდან 2017 წლის თებერვლის თვის ჩათვლით კომისიაში წარმოდგენილი აქვს  რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვანი გაანგარიშებების  ფორმები, ხოლო 2017 წლის მარტის თვიდან დღემდე საერთოდ არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული ფორმები.

კომისია აღნიშნავს, რომ ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ინფორმაციით შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივი“ ავტორიზაციის გავლის დღიდან 2017 წლის მარტის თვის ჩათვლით ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს, ხოლო 2017 წლის აპრილის თვიდან საერთოდ არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

კომისია აღნიშნავს, რომ აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 4 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათიდან (№10/9137-17) ირკვევა, რომ               შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივი“ მაუწყებლობას არ ახორციელებს ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

კომისიის 2018 წლის პირველი თებერვლის სხდომას არ ესწრებოდა კომპანიის წარმომადგენელი. შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის“ საკითხის განხილვის თაობაზე შეტყობინება გაეგზავნა იურიდიულ, ფაქტობრივ და დირექტორის საცხოვრებელ მისამართებზე. გზავნილი ზემოაღნიშნულ იურიდიულ პირს მითითებულ მისამართებზე არ ჩაბარდა. შეტყობინება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვის, მისი  ჩატარების ადგილის და თარიღის შესახებ 2018 წლის 26 იანვარს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და კომისიის ოფისში საჯარო ადგილზე იქნა გამოქვეყნებული.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კომისიის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 45მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის“ (ს/კ 404512522)  ავტორიზაციის (№BR-5015, 02.06.2016) შეჩერების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2018 წლის 6 მარტს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივისთვის“ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                             კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                             ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                             ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                             გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                             მერაბ ქათამაძე