შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 46 / 2

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2018 10:43

მიღების თარიღი თებერვალი 01, 2018

შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს  მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/354-18 23/01/2018) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-1162, 27.05.2014) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს გავრცელდეს სამცხე-ჯავახეთის  მულტიპლექსის მეშვეობით.

          კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“ მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-1162, 27.05.2014), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა: სომხური, ქართული, რუსული;

ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო);

ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);         

ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - ფასიანი;

ზ.ბ) ინტერნეტი - ფასიანი;

ზ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - ფასიანი;

                კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

                კომისიის 2018 წლის პირველი თებერვლის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს  წარმომადგენელი. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-1162, 27.05.2014)  მოდიფიცირება.

                ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.მოდიფიცირდეს შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-1162, 27.05.2014) და:

ა) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიად და აღნიშნულის შესაბამისად სავარაუდო გეოგრაფიულ არეალად დამატებით განისაზღვროს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - სამცხე-ჯავახეთის  მულტიპლექსი;

ბ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო)

გ) სამცხე-ჯავახეთის  მულტიპლექსით მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2018 წლის პირველ მარტამდე;

2. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს ავტორიზაციის მოდიფიცირების თარიღია: 01.02.2018 16:47სთ;

3. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“  ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-სთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-სთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-სთვის“  ჩაბარებისთანავე;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს   (ი. მახარაძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს  (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                             კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                             ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                             ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                             გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                             მერაბ ქათამაძე