სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ განცხადების განსახილველად მიღების თაობაზე

ნომერი: 72 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2018 17:27

მიღების თარიღი თებერვალი 14, 2018

სსიპსაზოგადოებრივი მაუწყებლის და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ  ()იპსაქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ განცხადების განსახილველად მიღების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს რომ კომისიაში შემოვიდა ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ განცხადება (Nშ-6/640-18; 05.02.2018). განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2017 წლის დეკემბერში, ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“  სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს წარუდგინა ვიდეო რგოლი, სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსების მოთხოვნით.

განცხადების თანახმად, სსიპ ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ წერილობით, ხოლო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ზეპირი ფორმით უარი განუცხადეს ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს“ წარდგენილი ვიდეო მასალის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი სარეკლამო რგოლი განეკუთვნება სოციალური რეკლამის კატეგორიას, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და მაუწყებელთა უარი ვიდეო რგოლის ეთერში განთავსებაზე უსაფუძვლოა. 

()იპსაქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისმოთხოვნა: 

1. საკითხის შესწავლა და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით ეთერში განთავსების დავალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ განცხადების განსახილველად მიღების საკითხის განხილვის მიზნით კომისიის სხდომა გაიმართა 2018 წლის 14 თებერვალს. კომისიის სხდომას ესწრებოდა ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი ლ.ალაფიშვილი, რომელმაც დაადასტურა ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ განცხადებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძვლები. სხდომას ასევე ესწრებოდნენ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი დ.ბერძენიშვილი და შპს „სამაუწყბელო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი დ. ბერუჩაშვილი.  მხარეებმა განაცხადეს, რომ ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ განცხადების განხილვა შედის კომისიის კომპეტენციაში.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან განცხადებზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
  4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 1 საათში ჯამში არანაკლებ 60 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისია აღნიშნავს, რომ  ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ სადაოდ ხდის ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ წარდგენილი სარეკლამო რგოლის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების თაობაზე  უარის თქმის საკითხს, რომლის განხილვა კომისიის კომპეტენციას წარმოადგენს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიამ განსახილველად უნდა მიიღოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ განცხადება, ხოლო საკითხის განხილვის დღედ უნდა განისაზღვროს 2018 წლის 22 თებერვალი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლისა და  65-ე  მუხლის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (Nშ-6/640-18; 05.02.2018) განცხადება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს „სამაუწყბელო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ კომისიის მიერ მიღებული იქნას განსახილველად;

2. საკითხის განხილვა გაიმართოს 2018 წლის 22 თებერვალს, 15:00 საათზე;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა“, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის გაგზავნა;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადების დღიდან;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

 

მერაბ ქათამაძე

 

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე