სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადების განსახილველად მიღების თაობაზე

ნომერი: 97 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 26, 2018 17:29

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2018

სსიპსაზოგადოებრივი მაუწყებლის  მიმართ  ()იპსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგანცხადების განსახილველად მიღების თაობაზე

I.    დავის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს რომ კომისიაში შემოვიდა ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივარი (Nშ-6/791-18; 14.02.2018). საჩივარში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 18 იანვარს, ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“   სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ წარუდგინა ვიდეო რგოლი სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსების მოთხოვნით.

საჩივრის თანახმად, სსიპ ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ 2018 წლის 7 თებერვალს წერილობით  უარი განუცხადა ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ წარდგენილი ვიდეო მასალის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე.

საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ წარმოდგენილი სარეკლამო რგოლი განეკუთვნება სოციალური რეკლამის კატეგორიას, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და მაუწყებლის უარი ვიდეო რგოლის ეთერში განთავსებაზე უსაფუძვლოა.

()იპსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისმოთხოვნა:

1. დაევალოს სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებული ვიდეო რგოლის სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება.

კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“  წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ განცხადების განსახილველად მიღების საკითხის განხილვის მიზნით კომისიის სხდომა გაიმართა 2018 წლის 22 თებერვალს. კომისიის სხდომას ესწრებოდა ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტა ასოციაციის“ წარმომადგენელი  მ.გოგოსაშვილი, რომელმაც დაადასტურა ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძვლები. სხდომას ასევე ესწრებოდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი  დ. ბერძენიშვილი. მხარეებმა განაცხადეს, რომ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“  საჩივრის  განხილვა შედის კომისიის კომპეტენციაში.

II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან განცხადებზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს;
  4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
  5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 1 საათში ჯამში არანაკლებ 60 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისია აღნიშნავს, რომ  ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სადაოდ ხდის ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ წარდგენილი სარეკლამო რგოლის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების თაობაზე  უარის თქმის საკითხს, რომლის განხილვა კომისიის კომპეტენციას წარმოადგენს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიამ განსახილველად უნდა მიიღოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივარი, ხოლო საკითხის განხილვის დღედ უნდა განისაზღვროს 2018 წლის 15 მარტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლისა და  65-ე  მუხლის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა: 

1. ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (Nშ-6/791-18; 14.02.2018) საჩივარი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“  მიმართ კომისიის მიერ მიღებული იქნას განსახილველად;

2. საკითხის განხილვა გაიმართოს 2018 წლის 15 მარტს, 15:00 საათზე;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ გაგზავნა;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადების დღიდან;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

6. კონტორილი აღნიშნული გადაწვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ. ბერია).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე