შპს “აირმაქსის“ (ს/კ 400034645) წილის 20%-ის შპს „ინტელკომ ჯგუფის“ (ს/კ 202441189) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 99 / 11

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2018 14:02

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2018

შპს “აირმაქსის“ (ს/კ 400034645) წილის 20%-ის შპს „ინტელკომ ჯგუფის“ (ს/კ 202441189) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2018 წლის 9 თებერვალს წერილით მიმართა შპს “აირმაქსმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/726-18 09.02.2018), შპს “აირმაქსის“ წილის 20%-ის შპს „ინტელკომ ჯგუფის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “აირმაქსი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

 

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

 

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

 

A.F.4

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

 

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

 

WiFi;

 

 

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება.

 

 

 

 

 

 

 

 

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “ინტელკომ ჯგუფი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეზე:

B.S.3

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება

 

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “აირმაქსის“ წილის მფლობელები არიან: ბესიკი წაქაძე (წილის 34%-ის მფლობელი), დავით ჯოჯუა (წილის 33%-ის მფლობელი), ზაზა ბოგვერაძე (წილის 33%-ის მფლობელი). კომპანიის დირექტორები არიან ბესიკი წაქაძე და დავით ჯოჯუა.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “ინტელკომ ჯგუფის“ წილის მფლობელები არიან: ირაკლი ნოზაძე (წილის 16%-ის მფლობელი); სამსონ ხადური (წილის 6%-ის მფლობელი); სერგო ამირგულაშვილი (წილის 30%-ის მფლობელი); შორენა ებანოიძე (წილის 1%-ის მფლობელი); ზაზა ძაძამია (წილის 36%-ის მფლობელი); თემურ მექვაბიშვილი (წილის 10%-ის მფლობელი), ზაზა ზვიადაძე ( წილის 1%-ის მფლობელი).  კომპანიის დირექტორია ირაკლი ნოზაძე.

შპს „აირმაქსის“ წერილის თანახმად (კომისიაში რეგისტრაციის №6/726-18 09.02.2018) შპს “ინტელკომ ჯგუფის“ მიერ შპს „აირმაქსის“ წილის 20%-ის შეძენის შემთხვევაში, კომპანიის წილები პარტნიორებს შორის გადანაწილდება შემდეგნაირად:

ბესიკი წაქაძე - 27%;

დავით ჯოჯუა - 26,5%;

ზაზა ბოგვერაძე - 26,5%;

შპს „ინტელკომ ჯგუფი“ - 20%.  

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს “აირმაქსის“ წილის 20%-ის შეძენის მსურველი შპს „ინტელკომ ჯგუფი“ ფლობს შპს „ტივიჯი“-ს წილის 15 %-ს, ასევე შპს „აირმაქსი“ ფლობს „ტივიჯი“-ს წილის 20%-ს. შპს „ინტელკომ ჯგუფის“ პარტნიორები: ზაზა ზვიადაძე ფლობს შპს „ტივიჯი“-ს წილის 20%-ს, ხოლო ირაკლი ნოზაძე - შპს „გლობალ ნეთვორქის“ წილის 25%-ს.   ამასთან ერთად,  შპს „აირმაქსის“ დირექტორი ბესიკი წაქაძე ამავე დროს წარმოადგენს შპს „სვირინეტის“ დირექტორს და წილის 34%-ის მფლობელს, ხოლო შპს „აირმაქსის“ დირექტორი დავით ჯოჯუა წარმოადგენს შპს „იმპულსის“ 33%-ის მფლობელს. შესაბამისად, შპს „აირმაქსი“, შპს „ინტელკომ ჯგუფი“, შპს „სვირინეტი“, შპს „იმპულსი“, შპს „ტივიჯი“ და შპს „გლობალ ნეთვორქი“ წარმოადგენენ აფილირებულ ავტორიზებულ პირებს.

შპს „ინტელკომ ჯგუფის“ პარტნიორები: სამსონ ხადური; სერგო ამირგულაშვილი; შორენა ებანოიძე; ზაზა ძაძამია; თემურ მექვაბიშვილი აფილირებულნი სხვა ავტორიზებულ  პირებთან არ არიან.

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „აირმაქსი“, შპს „სვირინეტი“ და შპს „იმპულსი“ ახორციელებენ ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით. 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შპს „აირმაქსის“ აბონენტების რაოდენობა შეადგენდა 2075 აბონენტს, შპს „სვირინეტის“ – 343 აბონენტს, ხოლო შპს „იმპულსის“ – 197 აბონენტს, რომელთა ხვედრითი წილები შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგია:

 

ტერიტორიული ერთეული

შპს „აირმაქსი“

შპს „სვირინეტი“

შპს „იმპულსი“

სულ ხვედრითი წილი

ბაღდათი

38%

4%

-

42%

ვანი

0,5%

 

-

0,5%

ზესტაფონი

15%

3%

-

18%

თერჯოლა

7%

1%

-

8%

მცხეთა

-

-

3%

3%

საჩხერე

0,5%

-

-

0,5%

წყალტუბო

2%

-

-

2%

ჭიათურა

2%

-

-

2%

ხარაგაული

8%

-

-

8%

ხონი

0,2%

-

-

0,2%

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „ინტელკომ ჯგუფი“ ახორციელებს თანამგზავრულ ინტერნეტ მომსახურებას. 2017 წელს შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებიდან შეადგინა 84 769 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით - 22 აბონენტი. შპს „გლობალ ნეთვორქი“ ახორციელებს საბითუმო ლოკალურ და გლობალურ ინტერნეტ მომსახურებას და 2017 წელს აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 76 157 ლარი. შპს “ტივიჯი“ ავტორიზაციით განსაზღვრულ საქმიანობას ამ ეტაპზე არ ახორციელებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “აირმაქსის“ წილის 20%-ის შპს „ინტელკომ ჯგუფის“ მიერ შეძენა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “აირმაქსის“ წილის 20%-ის შპს „ინტელკომ ჯგუფის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს თანხმობა შპს “აირმაქსს“, შპს “აირმაქსის“ წილის 20%-ის შპს „ინტელკომ ჯგუფის“ მიერ შეძენაზე.

2. განემარტოს შპს “აირმაქსს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს “აირმაქსი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “აირმაქსისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “აირმაქსისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “აირმაქსისათვის“, ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).   

       

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე