”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 744 / 19

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 11, 2014

მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2013

”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9  გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

გადაწყვიტა:

1. „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2010 წლის 21 მაისის №240/9 კომისიის გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება და მისი  4.5 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”გ) ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს: შპს „მაგთიკომს”, შპს „ჯეოსელს” და შპს „მობიტელს“, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში,   დაუდგინდეს სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი შემდეგი ოდენობითა და შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:

კომპანიის დასახელება

2014 წლის 1 მარტიდან, თეთრი, დღგ–ს და აქციზის ჩათვლით

2014 წლის 1 სექტემბრიდან, თეთრი, დღგ–ს და აქციზის ჩათვლით

2015 წლის 1 მარტიდან, თეთრი, დღგ–ს და აქციზის ჩათვლით

2015 წლის 1 სექტემბრიდან, თეთრი, დღგ–ს და აქციზის ჩათვლით

შპს „მაგთიკომი“

6

5

4

3.5

შპს „ჯეოსელი“

6

5

4

3.5

შპს „მობიტელი“

7

5

4

3.5

2. დაევალოს შპს ”მაგთიკომს”, შპს ”ჯეოსელს”  და შპს „მობიტელს“ 2014 წლის 14 თებერვლამდე საჯაროდ გამოაქვეყნოს წინამდებარე გადაწყვეტილების შესაბამისად განახლებული საკუთარი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების  წინადადება (მოწვევის ოფერტა)  და მოწვევის ოფერტის მოქმედების ვადა განსაზღვროს არანაკლებ 2 წლის ვადით;

3. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო (გადაწყვეტილებითი) ნაწილის  კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6) გადაწყვეტილების  ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).“

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                   ა. სიხარულიძე   

 

კომისიის წევრი                                                                             ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                             ი. მოსეშვილი