საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმისწარმოების შინაგანაწესი

ნომერი: 6 / 20

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 30, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2004

1.   წინამდებარე შინაგანაწესი განსაზღვრავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) საქმისწარმოების ორგანიზაციის სისტემას, ადგენს კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესს კომისიაში შემოსულ არასაიდუმლო კორესპონდენციაზე (წერილები, განცხადებები და საჩივრები), აგრეთვე მათზე დაკისრებული კროსფუნქციების განხორციელების მექანიზმებს.

2. საქმისწარმოების შინაგანაწესით განსაზღვრული მუშაობის წესი სავალდებულოა შესასრულებლად კომისიის აპარატის ყველა მუშაკისათვის. მათ ევალებათ კორესპონდენციის სათანადოდ შენახვა, მათში დასმულ საკითხებზე რეაგირება. სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების წესის დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ სტრუქტურული ერთეულების უფროსებს.

თანდართული დოკუმენტები: