საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის კანდიდატურის შერჩევის მიზნით ღია კონკურსის ჩატარების შესახებ

ნომერი: 39 /

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 27, 2006

მიღების თარიღი იანვარი 27, 2006

                                                                    

საქართველოს პრეზიდენტის

განკარგულება

N 39       2006 წლის 27 იანვარი      ქ  თბილისი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისწევრის კანდიდატურის შერჩევის მიზნით ღია კონკურსის ჩატარების შესახებ

 

            1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გამოცხადდეს ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის კანდიდატურის შესარჩევად.

            2. კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ (გ.არველაძე) შექმნას კონკურსის სამდივნო და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საჭირო ღონისძიებები.

            3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ყველას კონკურსის გამოცხადებიდან ოცდაათი დღის განმავლობაში. თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ვაკანტურ თანამდებობაზე არ დასახელდება სამი ან მეტი კანდიდატურა, ცხადდება ახალი კონკურსი.

            4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი უმაღლესი განათლებით.

            5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის კონკურსის სამდივნოში წარდგენილ უნდა იქნეს:

            ა) მსურველის წერილობითი განცხადება ან წარდგინება, რომელსაც თან ახლავს წარდგენილი პირის თანხმობა;

            ბ) ავტობიოგრაფია;

            გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

            დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

            ე) ხელწერილი, რომ პირი გაეცნო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ინტერესთა კონფლიქტის პირობებს;

            ვ) სარეკომენდაციო ხასიათის წერილები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

            6. საბუთები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან ოცდაათი  დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: 0134, ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. N 7, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კონკურსის სამდივნო.

            7. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან ათი დღის განმავლობაში ქვეყნდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატების სია.

 

                          მიხეილ სააკაშვილი