გადაწყვეტილება N 17 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "იბერიატელი"-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარების შესახებ

ნომერი: 17 / 1

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2000

მიღების თარიღი ნოემბერი 15, 2000

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 17

2000 წელი 15 ნოემბერი ქ. თბილისი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "იბერიატელი"-ს

ხელახალ რეგისტრაციაში გატარების შესახებ

 

"კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

კომისიამ გადაწყვიტა:

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "იბერიატელი"(რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბის- რაიონსი სასამართლოს 1999 წლის 13 მაისის N2/4-2027 დადგენილებით):

ა) N982 ლიცენზია გაცემული 22.07.99 წ. - მოქმედების ვადა 17.06.09 წ.

ლიცენზიის სახეობა – ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - ადგილობრივი სატელეფონო სადგურის აგება.

ბ) N983 ლიცენზია გაცემული 22.07.99 წ. - მოქმედების ვადა 17.06.09 წ.

ლიცენზიის სახეობა - ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი-. ადგილობრივი სატელეფონო სადგურის ექსპლუატაცია.

N983 ლიცენზიის დანართი:

კავშიგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს 1999 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი N88 ) გამოეყო თავისუფალი სასადგურო ინდექსები: თბილისში-26; კახეთის რეგიონში-5.

გ) N984 ლიცენზია გაცემული 22.0799 წ. - მოქმედების ვადა 17.06.09 წ.

ლიცენზიის სახეობა – ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - ადგილობრივი სატელეფონო სადგურით მომსახურება

დ) N985 ლიცენზია გაცემული 22.07.99 წ. - მოქმედების ვადა 1706.09 წ.

ლიცენზიის სახეობა – თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი- ინტერნეტ-სერვის პროვაიდერობა.

ე) N986 ლიცენზია გაცემული 22.07.99 წ. - მოქმედების ვადა 17.06.09 წ.

ლიცენზიის სახეობა – თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - საერთაშორისო სატელეფონო სადგურის აგება.

ვ) N987 ლიცენზია გაცემული 22.07.99 წ. - მოქმედების ვადა 17.06.09 წ.

ლიცენზიის სახეობა – თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი- საერთაშორისო სატელეფონო სადგურის ექსპლუატაცია.

ზ) N988 ლიცენზია გაცემული 22.07.99 წ. - მოქმედების ვადა 17.06.09 წ.

ლიცენზიის სახეობა – თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - საერთაშორისო სატელეფონო სადგურით მომსახურება.

თ) N989 ლიცენზია გაცემული 22.07.99 წ. - მოქმედების ვადა 17.06.09 წ.

ლიცენზიის სახეობა – სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - რადიო-სატელეფონო ქსელის აგება საქართველოს ტერიტორიაზე.

ი) N990 ლიცენზია გაცემული 22.07.99 წ. - მოქმედების ვადა 17.06.09 წ.

ლიცენზიის სახეობა – სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - რადიო-სატელეფონო ქსელის ექსპლუატაცია საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი 453-457,5მგჰც და463-467,5 სიხშირული დიაპაზონის გამოყენებით.

კ) N991 ლიცენზია გაცემული 22.07.99 წ. - მოქმედების ვადა 17.06.09 წ.

ლიცენზიის სახეობა –სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი- რადიო-სატელეფონო ქსელის მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი 453-457,5მგჰც და463-467,5 სიხშირული დიაპაზონის გამოყენებით.

ლ) N992 ლიცენზია გაცემული 22.07.99 წ.-მოქმედების ვადა 17.06.09 წ.

ლიცენზიის სახეობა – ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირების მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვა.

მ) N1128 ლიცენზია გაცემული 10.11.99 წ.-მოქმედების ვადა 17.06.09 წ.

ლიცენზიის სახეობა – ტელეკომუნიკაციის ნუმერაციის სისტემის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი- სერიული ნომრის გამოყენება.

ნ) N1129 ლიცენზია გაცემული 10.11.99 წ.-მოქმედების ვადა 17.06.09 წ.

ლიცენზიის სახეობა –სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი- რადიოსარელეო ხაზის შექმნა და ექსპლუატაცია საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამუშაო 7226,7247,7387,7408 მგჰც სიხშირეების გამოყენებით.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე