გადაწყვეტილება N 18 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "საქართველოს თრანქული სისტემის" ხელახალ რეგისტრაციაში გატარების შესახებ

ნომერი: 18 / 1

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2000

მიღების თარიღი ნოემბერი 15, 2000

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 18

2000 წელი 15 ნოემბერი ქ. თბილისი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "საქართველოს თრანქული სისტემის"

ხელახალ რეგისტრაციაში გატარების შესახებ

 

"კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

კომისიამ გადაწყვიტა:

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "საქართველოს თრანქული სისტემის"" (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 24ოქტომბერს N5ა/4-1395 დადგენილებით):

ა) N703 ლიცენზია გაცემული 04.08.98 წ. - მოქმედების ვადა 29.07.02 წ.

ლიცენზიის სახეობა – სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - თრანქული სატელეფონო ქსელის ექსპლოატაციისათვის გამოეყოს შემდეგი სიხშირეები:410,300; 410,500; 410,700; 410,900; 411,300; 411,500; 411,700; 411,900; 412,100; 412,300; 412,500; 420,300; 420,500; 420,700; 420,900; 421,100; 421,300; 421,500; 421,700; 421,900; 422,100; 422,300; 422,500 მგჰც სიხშირეები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

 

 

კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე