გადაწყვეტილება N 19 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ახტელი"-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარების შესახებ

ნომერი: 19 / 1

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2000

მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2000

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 19

2000 წელი 27 ნოემბერი ქ. თბილისი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ახტელი"-ს

ხელახალ რეგისტრაციაში გატარების შესახებ

 

"კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

კომისიამ გადაწყვიტა:

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ახტელი"" (რეგისტრირებული ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 27 ივნისის N 03/4 - 710 დადგენილებით):

ა) N320 ლიცენზია გაცემული25.08.97 წ. - მოქმედების ვადა 01.08.03 წ.

ლიცენზიის სახეობა –ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი – ქ.თბილისის სატელეფონო ქსელის მშენებლობა.

ბ) N320 ლიცენზია გაცემული25.08.97 წ. - მოქმედების ვადა 01.08.03 წ.

ლიცენზიის სახეობა –ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი – ქ.თბილისის სატელეფონო ქსელის ექსპლოატაცია.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე