გადაწყვეტილება N 20 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ევრიკა"-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარების შესახებ

ნომერი: 20 / 1

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2000

მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2000

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

 

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 20

 

2000 წელი 27 ნოემბერი . თბილისი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ევრიკა"-ს

ხელახალ რეგისტრაციაში გატარების შესახებ

 

"კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

კომისიამ გადაწყვიტა:

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ევრიკა"" (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 25 დეკემბრის N 4/4 -250 დადგენილებით):

ა) N5 ლიცენზია გაცემული07.05.93.წ. - მოქმედების ვადა 07.05.03 წ.

ლიცენზიის სახეობა –სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი –ტელერადიომაუწყებლობა, სატელევიზიო არხი N 25 სიმძლავრე 1-5 კვტ, რადიო არხი 100,3მგჰც სიმძლავრე 2კვტ.

N 5 ლიცენზიის დანართი

მაუწყებლობის საგანში შეტანილია ცვლილება: სატელევიზიო მაუწყებლობა 25-ე სატელევიზიო არხზე 5 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით;

რადიომაუწყებლობა 100,3 მგჰც სიხშირეზე 1კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით; რადიოსარელეო ხაზი სიხშირით 7860 მგჰც,სიმძლავრე 2 ვტ.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

 

 

კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები