გადაწყვეტილება N 21 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ფოპტნეტი"-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარების შესახებ

ნომერი: 21 / 1

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2000

მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2000

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 21

2000 წელი 27 ნოემბერი ქ . თბილისი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ფოპტნეტი"-ს

ხელახალ რეგისტრაციაში გატარების შესახებ

 

"კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

კომისიამ გადაწყვიტა:

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ფოპტნეტი"" (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 5 დეკემბრის N 5/4-1029 დადგენილებით):

ა) N 208 ლიცენზია გაცემული25.12.96.წ. - მოქმედების ვადა ათი წელი.

ლიცენზიის სახეობა – ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი – ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელის მშენებლობა.

ბ) N 209 ლიცენზია გაცემული25.12.96.წ. - მოქმედების ვადა ათი წელი.

ლიცენზიის სახეობა – ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი – ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელის ექსპლუატაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

 

 

კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე