გადაწყვეტილება N 24 შ . პ . ს .” პელიკომი ”- ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 24 / 1

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2000

მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2000

შ.პ.ს.”პელიკომი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების

შეტანის შესახებ

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების  მე-2 მუხლის შესაბამისად

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პელიკომი” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 30 აპრილს N5/4-523  დადგენილებით):

  ა) N239 ლიცენზია გაცემული 07.03.97 წ.- მოქმედების ვადა 12.02.2002 წ.

   ლიცენზიის სახეობა – ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება.

   ლიცენზიის საგანი: 1) საბარათო ტაქსაფონების მონტაჟი;

                   2) საბარათო ტაქსაფონების მომსახურება;

                   3) საბარათო ტაქსაფონების ოპერირება.

ბ) N240 ლიცენზია გაცემული 21.03.97წ.- მოქმედების ვადა12.02.2002 წ.

   ლიცენზიის სახეობა – ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება.

   ლიცენზიის საგანი – ტელეფონ-ავტომატებით საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მომსახურებაზე.

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე :                                              ვ.აბაშიძე