გადაწყვეტილება N 26 შ . პ . ს .” ულტრა კომუნიკაციების ”- ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 26 / 1

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2000

მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2000

შ.პ.ს.”ულტრა კომუნიკაციების”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების

შეტანის შესახებ

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ იტ ა :

 

  • გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ულტრა კომუნიკაციები” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 8 თებერვალს N5/4-1928  დადგენილებით):
  •   ა) N1207 ლიცენზია გაცემული 24.09.99 წ. - მოქმედების ვადა 17.09.2004 წ.

       ლიცენზიის სახეობა – თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახუხება.

       ლიცენზიის საგანი – ინტერნეტით მომსახურება-მონაცემთა, ხმის და გამოსახულების გადაცემა.

  • შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
  • კომისიის  თავმჯდომარე :                                                     ვ.აბაშიძე