გადაწყვეტილება N 256 საქართველოში გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენლობისათვის რადიოელექტრონული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 256 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 20, 2001

მიღების თარიღი აპრილი 20, 2001

საქართველოში გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენლობისათვის რადიოელექტრონული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა საქართველოში გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენლობას შემდეგი რადიოელექტრონული მოწყობილობების შემოტანაზე:

მოტოროლას რადიო მობილური მოწყობილობა GM300 და შესაბამისი აქსესუარები 7ც;

ანტენა (Kathrein Stainless Still Whip antenna)– 9ც;

2.აღირიცხოს საქართველოში გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენლობის შემოტანისათვის განკუთვნილი მოწყობილობები შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკური სამსახურის უფროსს მ.გოთოშიას.

კომისიის თავჯმდომარე                                                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები