გადაწყვეტილება N 70 შ.პ.ს.”ჯეონეთი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 70 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2001

მიღების თარიღი მარტი 02, 2001

შ.პ.ს.”ჯეონეთი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯეონეთი”-ს (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 23 ივნისის N5/4-1728  დადგენილებით):

ლიცენზია N 650 გაცემული 27.07.98, მოქმედების ვადა 16.07.2000 წელი

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშრისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: მოსახლეობისა და ორგანიზაციების მომსახურება ინტერნეტის საშუალებით

ლიცენზია N 650-ს დანართი: შეიცვალა ლიცენზიის საგანი: მოსახლეობისა და ორგანიზაციების მომსახურება ინტერნეტის საშუალებით – მონაცემთა, ხმისა და გამოსახულების გადაცემა.

ლიცენზია N 1208 გაცემული 09.99, მოქმედების ვადა 17.09.2004 წელი

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: მონაცემთა გადაცემის ქსელით მომსახურება

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის  უწყებრივ  სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის   უფროსს  გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:                                                    ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები