გადაწყვეტილება N 63 შპს “ მეგაკომსა ” და შპს “ მაგთიკომს ” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გა ფ ორმების თაობაზე დავის განხილვის დაწყების შესახებ

ნომერი: 63 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2002

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2002

შპს „მეგაკომსა” და შპს „მაგთიკომს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „მეგაკომმა” მიმართა კომისიას შპს „მაგთიკომთან” ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. შპს „მეგაკომს” არ მიუღია წერილობითი პასუხი შპს „მაგთიკომისაგან” ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ წარდგენილ განაცხადზე. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „მეგაკომი” კომისიას სთხოვს ჩაერთოს მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების 11-ე თავის 53-ე და 54-ე მუხლების საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაინიშნოს შპს „მეგაკომსა” და შპს „მაგთიკომს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვა 2002 წლის 20 მარტს 14.00 საათზე.

2. უზრუნველყონ შპს „მეგაკომმა” და შპს „მაგთიკომმა” 2002 წლის 18 მარტამდე კომისიისათვის „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა და ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტის საკუთარი ვარიანტის წარმოდგენა.

3. დაეგზავნოს წინამდებარე გადაწყვეტილების ასლი შპს „მეგაკომსა” და შპს „მაგთიკომს”.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                                      ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები