გადაწყვეტილება N 71 შპს “ ტრანსკომის ” მიერ “ საერთაშორისო სატელე ფ ონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარი ფ ების დამტკიცების თაობაზე ” კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილების შესრულების შესახებ

ნომერი: 71 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2002

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2002

შპს „ტრანსკომის” მიერ „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილების შესრულების შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 34-ე მუხლის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აგრეთვე „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ” ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაევალოთ კომისიის აპარატის ეკონომიკური სამსახურის სპეციალისტს გ. გიორგაძეს, იურიდიული სამსახურის სპეციალისტს გ. გოგელიას და ეკონომიკური სამსახურის უფროს სპეციალისტს ი. აბულაძეს შეისწავლონ შპს „ტრანსკომის” მიერ  „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2001 წლის 22 მაისის N 5 დადგენილების შესრულების საკითხი.

2. გადაწყვეტილების პირველ პუნქტში გათვალისწინებული საკითხის შესწავლა მოხდეს შესაბამისი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გაცნობის გზით.

3. გადაწყვეტილების შესრულებაზე პასუხისმგებელმა პირებმა შესწავლილი დოკუმენტაციის ასლები და შესაბამისი აქტი წარუდგინონ კომისიას.

4. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ეკონომიკურ (გ. ბუთბაია) და იურიდიულ (გ. კვერენჩხილაძე) სამსახურებს.

კომისიის თავმჯდომარე:                                                                              ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები