შპს “აი-თი-კონსალტინგსა” და შპს “ალფაკომს” შორის ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 179 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 12, 2006

მიღების თარიღი აპრილი 28, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) მიმართა შპს “ალფაკომმა” (წერილი №6/215-06, 20.03.2006), რომელმაც კომისიას წარმოუდგინა შპს “აი-თი-კონსალტინგთან” 2006 წლის 17 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება ლიცენზიის პირდაპირი სრული გადაპირების შესახებ და მოითხოვა შპს “ალფაკომზე” შესაბამისი ლიცენზიის გაცემა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “აი-თი-კონსალტინგი” ფლობს № N4 ლიცენზიას ნუმერაციის რესურსით სარგებლობაზე, რომელიც გაცემულია კომისიის მიერ 2005 წლის 22 ივლისის №513/1 გადაწყვეტილებით.      № N4 ლიცენზია ითვალისწინებს ნუმერაციის რესურსით – 0-8 (ნული-რვა) სარგებლობის უფლებას.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს „ალფაკომი” (შპს “ალფაკომმა” კომისიას აცნობა №1/12, 02.12.2005წ. წერილით, რომ ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წ.11 ნოემბრის №1263/006-5/4-2744 ბრძანებით  შპს “ირაო სტილს” შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს “ალფაკომი”) წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელმაც გაიარა ავტორიზაცია კომისიაში 22.06.2005 წ. რეგისტრაციის №1/1 და ფლობს ლიცენზიას ნუმერაციის რესურსით სარგებლობაზე № N1, ნუმერაციის რესურსი 8-8-0.

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს სალიცენზიო მოწმობის გაცემა შპს “ალფაკომისთვის”.

 „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. № N 4 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს “ალფაკომი;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე)

კომისიის თავმჯდომარე                                          დ.ქიტოშვილი

       კომისიის წევრები:                                                დ.პატარაია

                                                                                     გ.ფრუიძე

                                                                                     ზ.ნონიკაშვილი