შპს “ტელეკომინვესტი საქართველოსა” და შპს “ჯეოსელს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 250 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2006

მიღების თარიღი ივნისი 14, 2006

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) მიმართა შპს “ჯეოსელმა” (წერილი №2/207-06, 14.06.2006 წ.) და წარმოუდგინა 2006 წლის 6 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება ”ლიცენზიის გადაცემის შესახებ”, შპს ”ტელეკომინვესტი საქართველოს” პარტნიორთა კრების ოქმი და გადაცემის დეკლარაცია. აღნიშნული დოკუმენტების თანახმად, შპს ”ტელეკომინვესტი საქართველო”  შეუცვლელად გადასცემს ყველა უფლებას შპს ”ჯეოსელს”, რომელიც შპს ”ტელეკომინვესტ საქართველოს” მინიჭებული აქვს ლიცენზიის საფუძველზე, კომისიის მიერ 1900-2010  მჰც სიხშირეებზე ჩატარებული აუქციონის შესაბამისად.

შპს “ჯეოსელი” კომისიისაგან ითხოვს  ლიცენზიის მფლობელად გაფორმებას .

 კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ტელეკომინვესტი საქართველო” ფლობს № F 24  ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს 1950-1965 მგჰც, 2140-2155 მგჰც, 2010-2015 მგჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის უფლებას  მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სალიცენზიო პირობები ითვალისწინებს: ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას; ბ) ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურების განხორციელებას; გ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფას;

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომინვესტი საქართველოს” მიერ გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30% და ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ითვალისწინებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის გადახდის ვალდებულებას, რაც შეადგენს 13,076,750.4 ლარი (ცამეტი მილიონ სამოცდათექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი ლარი და 40 თეთრი) ლარს და რომლის გადახდის გრაფიკი მოცემულია კომისიის 2006 წლის 9 ივნისის №249/1 გადაწყვეტილებაში.

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას დასაშვებად მიაჩნია № F 24  ლიცენზიის გადაპირება შპს ”ჯეოსელისთვის”.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის თანახმად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია № F 24-ის  მფლობელად განისაზღვროს შპს ”ჯეოსელი”;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გადაპირების შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და  „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                         დ. ქიტოშვილი

კომისიის    წევრები:                                               გ. ფრუიძე

                                                                              ზ. ნონიკაშვილი