შპს “ახალ ქსელებსა” და შპს “ახტელს” შორის ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 270 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2006

მიღების თარიღი ივნისი 23, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) მიმართა შპს “ახალმა ქსელებმა” (წერილი № 671, 14.06.2006), რომელმაც კომისიას წარმოუდგინა შპს ”ახტელთან” 2006 წლის 9 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება ნუმერაციის რესურსის გადაცემის შესახებ და მოითხოვა  შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს ნუმერაციის რესურსით - ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსით 455XXX -459XXX (ხუთი ათასი სააბონენტო ნომერი) სარგებლობის უფლების პირდაპირ გადაპირებას. კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ახალი ქსელები” ფლობს № N34 ლიცენზიას ნუმერაციის რესურსით სარგებლობაზე, რომელიც ითვალისწინებს  ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსებით: 21, 245XXX-249XXX, 32, 33, 455XXX-459XXX, 52, 53, 54, 57, 58, 59, 65 და 69 სარგებლობის უფლებას.

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის ნაწილის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირდაპირი გადაპირების საფუძველზე № N34 ლიცენზიდან ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის - 455XXX -459XXX ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გამოყოფა ცალკე ლიცენზიად და სალიცენზიო მოწმობის გაცემა შპს “ახტელისთვის”.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. № N34 ლიცენზიას გამოეყოს ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის - 455XXX -459XXX ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება ცალკე ლიცენზიად, მიენიჭოს ნომერი N64 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 455XXX -459XXX ;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2006 წლის 21 აგვისტომდე;

2.  № N 64 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს “ახტელი”;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                        დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                                  გ. ფრუიძე

                                                                               ზ. ნონიკაშვილი