შპს “ახალი ქსელებისთვის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 297 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2006

მიღების თარიღი ივლისი 07, 2006

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია”) მიმართა შპს “ახალმა ქსელებმა” (წერილი №688, 20.06.2006წ.) კომისიის №421/13, 24.06.2005წ. გადაწყვეტილების და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე სიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ.

 კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალ ქსელებს” კომისიის 2005 წლის 24 ივნისის №421/13 გადაწყვეტილებით  მინიჭებული აქვს 1680.0-1683.5  მგჰც და 1685.0-1688.5 მგჰც სიხშირული დიაპაზონი (გატარების ზოლი 3.5 მგჰც) ქ. თბილისში რადიოსარელეო კავშირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით.

   კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში 2005 წლის 28 დეკემბერს შეტანილი ცვლილების თანახმად ავტორიზებული პირები, რომლებსაც შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული აქვთ რადიოსიხშირეები, ინარჩუნებენ ამ რადიოსიხშირეებს  შესაბამისი ვადის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი პირის მიერ კომისიისათვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის 10 წლის ვადით, აუქციონის გამართვის გარეშე გაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში პირი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს (მუხლი 64, პუნქტი 10.).

  კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ხალი ქსელების” მიერ გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი.

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს “ახალ ქსელებს” უნდა მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 10 წლის ვადით - 2016 წლის 24 ივნისამდე.

  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

          გადაწყვიტა:

1. მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია № F 25 შპს “ახალ ქსელებს” და განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 1680.0-1683.5  მგჰც და 1685.0-1688.5 მგჰც სიხშირული დიაპაზონი (გატარების ზოლი 3.5 მგჰც) ქ. თბილისში რადიოსარელეო კავშირებისთვის

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  2016 წლის 24 ივნისამდე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს   (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

3. უზრუნველყოს შპს ”ახალმა ქსელებმა” 2 თვის ვადაში წარმოადგინოს ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულ სიხშირეზე მოქმედი რადიოსარელეო სადგურების განთავსების ადგილები (მისამართები) და გასხივების მიმართულებები (აზიმუტები).

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).                

 კომისიის თავმჯდომარე:                                             დ. ქიტოშვილი

             კომისიის წევრები:                                           გ. ფრუიძე

                                                                                     ზ. ნონიკაშვილი