შპს “ფოპტნეტსა” და შპს “ბოლნისის ახალ ქსელებს” შორის ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 396 / 22

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2006

მიღების თარიღი სექტემბერი 08, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს “ფოპტნეტმა” (წერილი №06/119, 22.08.2006), რომელმაც კომისიას წარმოუდგინა შპს ”ბოლნისის ახალ ქსელებთან” 2006 წლის 17 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება ნუმერაციის რესურსის გადაცემის შესახებ და მოითხოვა  შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს ნუმერაციის რესურსით - ქ.ბოლნისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსით 30XXX -31XXX (ორი ათასი სააბონენტო ნომერი) სარგებლობის უფლების შპს ”ბოლნისის ახალ ქსელებზე”  პირდაპირ გადაპირებას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ფოპტნეტი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N69 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

-         ნუმერაციის რესურსი: ქ.ბოლნისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 30XXX -31XXX;

-         ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 7 ივლისამდე;

-         პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წელი;

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ პირდაპირი გადაპირების საფუძველზე № N69 ლიცენზიის მფლობელად უნდა განისაზღვროს შპს ”ბოლნისის ახალი ქსელები” და შესაბამისად,  განხორციელდეს სალიცენზიო მოწმობის გაცემა შპს ”ბოლნისის ახალ ქსელებზე”.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. № N69 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს “ბოლნისის ახალი ქსელები”;

2. №N69 ლიცენზიით შპს ”ფოპტნეტი”-სთვის განსაზღვრული სალიცენზიო ვალდებულებები (მათ შორის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება) უცვლელი სახით გადავიდეს შპს “ბოლნისის ახალი ქსელებზე”;

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი; ნ.ნიჟარაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                         დ.ქიტოშვილი

კომისიის წევრები                                                                    დ.პატარაია

                                                                                                 გ.ფრუიძე

                                                                                                 ზ.ნონიკაშვილი