შპს “ალკომსა” და შპს “ვემატელს ” შორის ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 416 / 22

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2006

მიღების თარიღი სექტემბერი 29, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს “ალკომ”-მა (წერილი №6/684-06 27.09.2006), რომელმაც კომისიას წარმოუდგინა შპს ”ვემატელ”-თან 2006 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება ნუმერაციის რესურსის გადაცემის შესახებ და მოითხოვა  შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს ნუმერაციის რესურსით - ქ.ბათუმში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსით 35XXX -39XXX (ხუთი ათასი სააბონენტო ნომერი) სარგებლობის უფლების შპს ”ვემატელ”-ზე  პირდაპირ გადაპირებას.

 კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ალკომი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N13 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

-         ნუმერაციის რესურსი: ქ.ბათუმში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 35XXX -39XXX;

-         ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2013 წლის 3 ოქტომბრამდე;

-         პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წელი;

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ პირდაპირი გადაპირების საფუძველზე №N13 ლიცენზიის მფლობელად უნდა განისაზღვროს შპს ”ვემატელი” და შესაბამისად,  განხორციელდეს სალიცენზიო მოწმობის გაცემა შპს ”ვემატელ”-ზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. ნუმერაციის რესურსის სარგებლობის №N13 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს “ვემატელი”;

2. შპს ”ვემატელს” განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ბათუმში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 35XXX -39XXX;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2013 წლის 3 ოქტომბრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ის ათვისების ვალდებულება:კომისიის 2006 წლის 10 მარტის №98/2 გადაწყვეტილების მიღებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში;

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი; დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრები                            

გ.ფრუიძე                                                      

დ.პატარაია

ზ.ნონიკაშვილი