შპს „ტექნო მედია“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 469 / 1

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2006

მიღების თარიღი ნოემბერი 03, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ტექნო მედიამ” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტექნო მედია”-ს კომისიის 2005 წლის 11  ნოემბრის 698/13 გადაწყვეტილებით ქ.თბილისში რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით მიენიჭა  სიხშირეები: 12887მჰც, 12905 მჰც, 13031მჰც, 13199მჰც, 12933მჰც, 13143მჰც და 13171მჰც ერთი წლის ვადით.

            “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად,  ავტორიზებული პირები, რომლებსაც შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული აქვთ რადიოსიხშირეები, ინარჩუნებენ ამ რადიოსიხშირეებს  შესაბამისი ვადის განმავლობაში.  ამ ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი პირის მიერ კომისიისათვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის 10 წლის ვადით, აუქციონის გამართვის გარეშე გაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში პირი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტექნო მედია” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 30.06.2005; 27.02.2006;  რეგისტრაციის №4/1; №62/1; ), ამავე დროს შპს ” ტექნო მედია ”-ს მიერ გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი (1000 ლარი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ” ტექნო მედია”-ზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა 10 წლის ვადით - 2016 წლის 3 ნოემბრამდე.

             „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F34  ლიცენზია შპს ” ტექნო მედიას” და განესაზღვროსი შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 12887მჰც, 12905 მჰც, 13031მჰც, 13199მჰც, 12933მჰც, 13143მჰც და 13171მჰც ქ.თბილისში რადიოსარელეო კავშირებისათვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 3 ნოემბრამდე.

2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F34 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრები განისაზღვროს ლიცენზიის დანართების (№1; №2; №3; №4; №5; №6; №7)  შესაბამისად;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

                        კომისიის წევრები                 დ.პატარაია

                                                                        გ,ფრუიძე

                                                                        ზ.ნონიკაშვილი

თანდართული დოკუმენტები: