შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომსა” და შპს “ლაგს” შორის ლიცენზიის ნაწილის გადაპირების შესახებ

ნომერი: 471 / 22

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 14, 2006

მიღების თარიღი ნოემბერი 03, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკმმა” (წერილი №6/794-06, 30.10.2006), რომელმაც კომისიას წარმოუდგინა შპს ”ლაგთან” 2006 წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება ნუმერაციის რესურსის ნაწილობრივი გადაცემის შესახებ და მოითხოვა  შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს ნუმერაციის რესურსით - ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსით 4250XX (ასი სააბონენტო ნომერი) სარგებლობის უფლების შპს ”ლაგზე”  პირდაპირ გადაპირებას.

 კომისია აღნიშნავს, რომ შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკმი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N43 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

-         ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 425XXX -426XXX;

-         ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2014 წლის 23 აპრილამდე;

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის ნაწილის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკმი”-ს  № N43 ლიცენზიას უნდა გამოეყოს 4250XX (ასი სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება ცალკე ლიცენზიად, მის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ლაგი” და  გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. №N43 ლიცენზიას გამოეყოს 4250XX (ასი სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება ცალკე ლიცენზიად, მიენიჭოს № N76 და განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა)ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისათვის ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 4250XX (ასი სააბონენტო ნომერი);

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 23.04.2014-მდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10% ათვისების ვალდებულება ლიცენზიის გადაპირებიდან  1 (ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებათან.

2. № N76 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ლაგი”;

3. შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკმი”-ს  № N43 ლიცენზიას განესაზღვროს შედეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 4251XX - 426XXX (ერთი ათას ცხრაასი სააბონენტო ნომერი);

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 23.04.2014-მდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებათან.”

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრები                                                                    დ.პატარაია

                                                                                                 გ.ფრუიძე

                                                                                                ზ.ნონიკაშვილი