სს “ტელენეტსა” და შპს “იბერიატელს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 539 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 08, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2006

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს “იბერიატელმა” და სს ”ტელენეტმა” (05.12.2006წ №6/285), შპს ”იბერიატელის” კუთვნილი №F35 ლიცენზიის სს ”ტელენეტზე” პირდაპირი გადაპირების წესით გადაცემის თაობაზე და წარმოუდგინეს  შპს ”იბერიატელსა” და სს ”ტელენეტს” შორის 2006 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ.         

      კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 17 ნოემმბრის №493/1 გადაწყვეტილებით შპს ”იბერიატელს”  ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის რ) პუნქტის,  38-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F35 ლიცენზია რადიოსარელეო კავშირებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე.

     კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”იბერიატელსა” და სს ”ტელენეტს” შორის 2006 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ”იბერიატელსა” და სს ”ტელენეტს” შორის 2006 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდეს შპს ”იბერიატელი”-ს №F35 ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების წესით სს ”ტელენეტზე” გადაცემა და შესაბამისად მასზე სალიცენზიო მოწმობის გაცემა.

   „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”   მე-6  მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. №F35 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს სს ”ტელენეტი”;

2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F35 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 7226 მჰც; 7247მჰც; 7387მჰც; 7408 მჰც  რადიოსარელეო კავშირებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2009 წლის 17 ივნისამდე.

3. უზრუნველყოს სს ”ტელენეტმა” 2006 წლის 17 ნოემბრიდან 3 თვის ვადაში კომისიისთვის შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა;

ა) მაგისტრალური ქსელის სტრუქტურული სქემა;

ბ) სადგურების განლაგების გეოგრაფიული ადგილები;

გ) განშტოების სადგურის ან/და სადგურების ადგილმდებარეობა;

დ) მეზობელ სადგურებს შორის კავშირის სახე (დუპლექსი, სიმპლექსი);

ე) ანტენის გასხივების დიაგრამის სიგანე 3db დონეზე (სხივის გახსნილობის კუთხე α°);

ვ) ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი G (db);

ზ) გადაცემის სიმძლავრე P (dbm);

თ) საჭირო სიხშირული ზოლის სიგანე (გადაცემის სიჩქარე);

ი) მოდულაციის სახეობა;

4. უზრუნველყოს სს ”ტელენეტმა” სადგურების ინსტალაციის პროცესში ამოქმედებული სადგურის შესახებ კომისიისთვის შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა:

ა) სიხშირული წყვილების (Tx) და (Rx) მონაცვლეობის წესი;

ბ) სადგურების განლაგების გეოგრფიული კოორდინატები E°; N°;

გ) ანტენის განთავსების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ);

დ) პოლარიზაცია (V,H) გამოყენებულ ცალკეულ მონაკვეთებზე;

ე) გასხივების ძირითადი მიმართულების (სექტორულ შემთხვევაში, გახსნილობის კუთხის α˛° სექტორების ცენტრალური მიმართულებების) აზიმუტი ან აზიმუტები (Az°);

ვ) სიხშირული წყვილების (Tx ) ცენტრალური სიხშირე ზოლის (Fc±D f) მითითებით;

5. უზრუნველყოს სს ”ტელენეტმა”  წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისიწნებული ინფორმაციის დასრულებული სახით კომისიაში წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების დანართ №1 - ში მოცემული ანკეტის ფორმით;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება, ლიცენზიის ცვლილების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავჯდომარე                                                        დ.ქიტოშვილი

კომისიის წევრები                                                                 დ.პატარაია

                                                                                                გ.ფრუიძე                                                                          

                                                                                              ზ.ნონიკაშვილი