შპს “ჯეოკომ ინვესტსა” და შპს “მობიტელს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 103 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2007

მიღების თარიღი თებერვალი 23, 2007

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით მიმართა შპს “ჯეოკომ ინვესტმა” (20.02.2007.წ №6/130-07), და წარმოუდგინა შპს ”მობიტელთან” 2007 წლის 20 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F42 ლიცენზიის გადაპირების შესახებ.

    კომისია აღნიშნავს, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”ჯეოკომ ინვესტის” კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F42 ლიცენზიის შპს ”მობიტელი”-სთვის გადაცემას პირდაპირი გადაპირების წესით.   

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოკომ ინვესტი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F42 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 1740,4 –  1741,2  მჰც და  1835,4 – 1836,2 მჰც; 1780,6 – 1784,8 მჰც და 1875,6 – 1879,8 მჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე; 

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  2017 წლის 26 იანვრამდე;

გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:

რეგიონი 1: ქ.თბილისი, დაბა წყნეთი;

რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;

რეგიონი 4:  ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;

რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;

რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის,  წალკის რაიონები;

რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის,  თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის,  ხარაგაულის, ხონის რაიონები;

რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის,  ცაგერის რაიონები;

რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის  რაიონები;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;

ვ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (12,465,962.6 - თორმეტი მილიონ ოთხას სამოცდახუთი ათას ცხრაას სამოცდაორი ლარი და სამოცი თეთრი) გადახდის ვალდებულება კომისიის 2007 წლის 26 იანვრის №38/1 გადაწყვეტილების შესაბამისად.

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ პირდაპირი გადაპირების საფუძველზე №F42 ლიცენზიის მფლობელად უნდა განისაზღვროს შპს ”მობიტელი” და შესაბამისად,  განხორციელდეს სალიცენზიო მოწმობის გაცემა შპს ” მობიტელზე ”.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F42 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”მობიტელი”;

2. შპს ”მობიტელი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F42 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 1740,4 –  1741,2  მჰც და  1835,4 – 1836,2 მჰც; 1780,6 – 1784,8 მჰც  და  1875,6 – 1879,8 მჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე; 

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  2017 წლის 26 იანვრამდე;

გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: 2007 წლის 26 იანვრიდან 1(ერთი) წელი;

) 2007 წლის 26 იანვრიდან სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:

რეგიონი 1: ქ.თბილისი, დაბა წყნეთი;

რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;

რეგიონი 4:  ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;

რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;

რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის,  წალკის რაიონები;

რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის,  თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის,  ხარაგაულის, ხონის რაიონები;

რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის,  ცაგერის რაიონები;

რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის  რაიონები;

) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;

ვ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (12,465,962.6 - თორმეტი მილიონ ოთხას სამოცდახუთი ათას ცხრაას სამოცდაორი ლარი და სამოცი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033021;

ზ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (12,465,962.6 - თორმეტი მილიონ ოთხას სამოცდახუთი ათას ცხრაას სამოცდაორი ლარი და სამოცი თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

1,038,830.21 ლარი    -   2007 წლის 26 თებერვლამდე;

1,038,830.21 ლარი    -   2007 წლის 26 მარტამდე;

1,038,830.21 ლარი    -   2007 წლის 26 აპრილამდე;

1,038,830.21 ლარი    -   2007 წლის 26 მაისამდე;

1,038,830.21 ლარი    -   2007 წლის 26 ივნისამდე;

1,038,830.21 ლარი    -   2007 წლის 26 ივლისამდე;

1,038,830.21 ლარი    -   2007 წლის 26 აგვისტომდე;

1,038,830.21 ლარი    -   2007 წლის 26სექტემბრამდე;

1,038,830.21 ლარი    -   2007 წლის 26ოქტომბრამდე;

1,038,830.21 ლარი    -   2007 წლის 26 ნოემბრამდე;

1,038,830.21 ლარი    -   2007 წლის 26 დეკემბრამდე;

1,038,830.21 ლარი    -   2008 წლის 26 იანვრამდე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

                        კომისიის წევრები                                         დ.პატარაია

                                                                                                გ.ფრუიძე

                                                                                                ზ.ნონიკაშვილი