შპს „იმერვიზიისთვის” რადიოსიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 26 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2007

მიღების თარიღი იანვარი 18, 2007

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „იმერვიზიამ” კომისიას მიმართა განცხადებით (№ 165,18.12.06) ქ.ჭიათურაში სტუდიიდან სატელევიზიო ანძამდე ტელესამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის სიხშირის მინიჭების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იმერვიზია”  №B30 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 31.12.2011) პირობების შესაბამისად, მაუწყებლობს  ქ.ჭიათურაში  მე-8 სატელევიზიო არხზე, 50 ვატი სიმძლავრის სატელევიზიო გადამცემის გამოყენებით.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს „იმერვიზიას”  გამოეყო   28 მჰც სიგანის  (3716.5 მჰც±14 მჰც) სიხშირული ზოლი.

რადიოსიხშირე 3716,5 მჰც  ზოლის სიგანით  ±14 მჰც,  გათვალისწინებულია, ქ.ჭიათურაში სტუდიიდან (ნინოშვილი ქ. №7)   გადამცემ სადგურამდე (ჭიათურის სატელევიზიო ანძა) ტელესამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად.  სიხშირე გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „იმერვიზიას” სიხშირე 3716,5 მჰც ±14მჰც, ქ.ჭიათურაში სტუდიიდან   სატელევიზიო გადამცემ სადგურამდე ტელესამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად  ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული პარამეტრების შესაბამისად დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 31.12.2011);

2. აღირიცხოს შპს „იმერვიზიისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის  უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „იმერვიზიისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარის

 მოვალეობისშემსრულებელი                                                                   გ.ფრუიძე

კომისიის  წევრი                                                                                      დ.პატარაია

კომისიის   წევრი                                                                                     ზ.ნონიკაშვილი