შპს “მოსე” – სა და შპს “გლობალ ტელეკომს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N70 ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 375 / 5

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2007

მიღების თარიღი ივლისი 06, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მომართა შპს “მოსე”-მ (27.06.2007 №6/760-07) და წარმოუდგინა შპს ”გლობალ ტელეკომ”-თან 2007 წლის 25 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება ნუმერაციის რესურსის გადაცემის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”მოსე”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია № N70-დან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”გლობალ ტელეკომი”-სთვის გადაცემას. კერძოდ, ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 178XXX - 179XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების პირდაპირ გადაპირებას.

 კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მოსე” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N70 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ. თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 178XXX-179XXX;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

დ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის გადახდის ვალდებულება კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №357/1 გადაწყვეტილების შესაბამისად.

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”მოსე”-ს მიერ შესრულებულია კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №357/1 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (2730.00 - ორი ათას შვიდას ოცდაათი ლარი) გადახდის ვალდებულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ პირდაპირი გადაპირების საფუძველზე №N70 ლიცენზიის მფლობელად უნდა განისაზღვროს შპს ”გლობალ ტელეკომი” და შესაბამისად,  განხორციელდეს სალიცენზიო მოწმობის გაცემა შპს ”გლობალ ტელეკომ ”-ზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N70 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”გლობალ ტელეკომი”;

2. შპს ”გლობალ ტელეკომი”-ს №N70 ლიცენზიისთვის განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 178XXX - 179XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ის ათვისების ვალდებულება: 2006 წლის 11 აგვისტოდან 1 (ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადაში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                         ზ.ნონიკაშვილი

კომისიის წევრები                                                                    დ.პატარაია

                                                                                                 გ.ფრუიძე