შპს “დელტანეტსა” და შპს “ ვიტელ ჯორჯიას ” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 385 / 5

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2007

მიღების თარიღი ივლისი 06, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “დელტანეტმა” და წარმოუდგინა შპს ”ვიტელ ჯორჯიას”-თან 2007 წლის 3 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F53 ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების წესით  შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ზე გადაცემის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”დელტანეტი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F53 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

”ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2300 მჰც-დან 2350 მჰც-მდე  სიხშირულ ზოლში  უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა)

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  2007 წლის 18 იანვრიდან - 2017 წლის 18 იანვრამდე;

გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

დ) უზრუნველყოს შპს „დელტანეტმა“ 2300 მჰც-დან 2350 მჰც-მდე  რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად;

ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის 70%-ის დარჩენილი ნაწილის (538,461.00 ხუთას ოცდათვრამეტი ათას ოთხას სამოცდაერთი ლარი) გადახდის ვალდებულება კომისიის 2007 წლის 2 მარტის №109/1 გადაწყვეტილების შესაბამისად.”

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ  შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით. ამავე დროს, ხელშეკრულების 5.2. პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად ლიცენზია № F53 დანართ №1-ით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის (538,461.00 ხუთას ოცდათვრამეტი ათას ოთხას სამოცდაერთი ლარი) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს გადამცემი ანუ შპს ”დელტანეტი”.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისისას შესაძლებლად მიაჩნია შპს ”დელტანეტი”-ს  №F53 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ვიტელ ჯორჯია” და  გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”ვიტელ ჯორჯია” უფლებამოსილი იქნება დაიწყოს ზემოაღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრით საქმიანობა მხოლოდ ავტორიზაციის გავლის შემდეგ და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F53 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ვიტელ ჯორჯია”;

2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F53 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2300 მჰც-დან 2350 მჰც-მდე  სიხშირულ ზოლში  უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა)

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  2007 წლის 18 იანვრიდან - 2017 წლის 18 იანვრამდე;

გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

დ) უზრუნველყოს შპს „ვიტელ ჯორჯია“-მ 2300 მჰც-დან 2350 მჰც-მდე  რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად;

3. უზრუნველყოს შპს ”დელტანეტმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის 70%-ის დარჩენილი ნაწილის (538,461.00 ხუთას ოცდათვრამეტი ათას ოთხას სამოცდაერთი ლარი) გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300043020;

134,615.25 ლარი    -   2007 წლის 18 ივლისამდე;

134,615.25 ლარი    -   2007 წლის 18 სექტემბრამდე;

134,615.25 ლარი    -   2007 წლის 18 ნოემბრამდე;

134,615.25 ლარი    -   2008 წლის 18 იანვრამდე;

4. უზრუნველყოს შპს ”დელტანეტმა” წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხების საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრები                                         დ.პატარაია

                                                                      გ.ფრუიძე