სს “ტელენეტსა” და შპს “მაგთიკომს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 და № F35 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N14 და №N15 ლიცენზიების გადაპირების შესახებ

ნომერი: 763 / 5

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2008

მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2007

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით მიმართა სს “ტელენეტმა” (11.12.2007.წ №6/1994-07) და წარმოუდგინა შპს ”მაგთიკომთან” 2007 წლის 11 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 და  № F35 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N14 და №N15 ლიცენზიების გადაპირების შესახებ.

   კომისია აღნიშნავს, რომ სს ”ტელენეტი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგ ლიცენზიებს:

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია № F10 შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 453÷457,5 და 463÷467,5 მჰც  სიხშირული დიაპაზონი საქართველოს მთელ ტერიტორაზე;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2009 წლის 17 ივნისამდე;

გ) ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცებამდე გამოყენებული იქნას №991 ლიცენზიაში გათვალისწინებული საქმიანობისთვის,ხოლო აღნიშნული გეგმის დამტკიცების შემდეგ, გეგმის  შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;

2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია № F35 შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: სიხშირული ზოლები 7226.0 მჰც ÷ 7247.0 მჰც და 7387.0 მჰც ÷ 7408.0 მჰც, რადიოსარელეო კავშირებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2009 წლის 17 ივნისამდე.

ზემოაღნიშნული ლიცენზიით სს ”ტელენეტ”-ს ასევე განსაზღვრული აქვს კომისიისთვის რადიოსარელეო ქსელის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება.

3. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N14 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-0 (რვა-ცხრა-ნული) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 17.06.2009 წ.-მდე;

დ)ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N15 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის სატელეფონო (სასადგურო) ინდექსები:

 ქ.თბილისი                            26XXXX;

 კახეთის რეგიონი                 5XXXX;

 ქუთაისი                                8231  10XXX;

 წყალტუბო                            8240  50XXX;

 სამტრედია                            8211  50XXX;

 ვანი                                        8232  50XXX;

 ბაღდათი                               8234  50XXX;

 თერჯოლა                             8291   50XXX;

 ზესტაფონი                           8292  30XXX;

 ტყიბული                              8297  50XXX;

 ჭიათურა                               8279  30XXX;

 საჩხერე                                 8235  50XXX;

 ადიგენი                                 8266  50XXX;

 ქარელი                                  8269  50XXX;

 კასპი                                      8271  50XXX;

 თიანეთი                               8248  50XXX;

 ოზურგეთი                           8296  50XXX;

 ხონი                                      8295  50XXX;

 ლანჩხუთი                            8210  50XXX;

 აბაშა                                       8212  50XXX;

 სენაკი                                    8213  50XXX;

 ფოთი                                    8293  30XXX;

 ხობი                                      8215  50XXX;

 მარტვილი                             8218  50XXX;

 ჩხოროწყუ                            8217  50XXX;

 ზუგდიდი                             8215  30XXX;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 17.06.2009 წ.-მდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიების პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია სს ”ტელენეტი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F35 ლიცენზიაში გათვალისიწნებული ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება გადაეცეს შპს ”მაგთიკომს” და შესაბამისად, შპს ”მაგთიკომმა” უზრუნველყოს რადიოსარელეო ქსელის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ პირდაპირი გადაპირების საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F10 და  № F35 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N14 და №N15 ლიცენზიების მფლობელად უნდა განისაზღვროს შპს ”მაგთიკომი”, შევიდეს ცვლილება კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და შესაბამისად,  განხორციელდეს სალიცენზიო მოწმობების გაცემა შპს ” მაგთიკომზე”.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”მაგთიკომი”;

2. შპს ”მაგთიკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 453 მჰც ÷ 457,5 მჰც და 463 მჰც ÷ 467,5 მჰც  სიხშირული დიაპაზონი საქართველოს მთელ ტერიტორაზე;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2009 წლის 17 ივნისამდე;

გ) უზრუნველყოს შპს ”მაგთიკომმა” 453 მჰც ÷ 457,5 მჰც და 463 მჰც ÷ 467,5 მჰც  სიხშირული დიაპაზონის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;

3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F35 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”მაგთიკომი”;

4. შპს ”მაგთიკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F35 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: რადიოსიხშირეები 7226.0 მჰც, 7387.0 მჰც და 7247.0 მჰც, 7408.0 მჰც, თითოეული ზოლის სიგანით ±14 მჰც, რადიოსარელეო კავშირებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2009 წლის 17 ივნისამდე;

გ) უზრუნველყოს შპს ”მაგთიკომმა” 2007 წლის 17 დეკემბრიდან 3 თვის ვადაში კომისიისთვის შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა;

გ.ა) მაგისტრალური ქსელის სტრუქტურული სქემა;

გ.ბ) სადგურების განლაგების გეოგრაფიული ადგილები;

გ.გ) განშტოების სადგურის ან/და სადგურების ადგილმდებარეობა;

გ.დ) მეზობელ სადგურებს შორის კავშირის სახე (დუპლექსი, სიმპლექსი);

გ.ე) ანტენის გასხივების დიაგრამის სიგანე 3db დონეზე (სხივის გახსნილობის კუთხე α°);

გ.ვ) ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი G (db);

გ.ზ) გადაცემის სიმძლავრე P (dbm);

გ.თ) საჭირო სიხშირული ზოლის სიგანე (გადაცემის სიჩქარე);

გ.ი) მოდულაციის სახეობა;

დ). უზრუნველყოს შპს ”მაგთიკომმა” სადგურების ინსტალაციის პროცესში ამოქმედებული სადგურის შესახებ კომისიისთვის შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა:

დ.ა) სიხშირული წყვილების (Tx) და (Rx) მონაცვლეობის წესი;

დ.ბ) სადგურების განლაგების გეოგრფიული კოორდინატები E°; N°;

დ.გ) ანტენის განთავსების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ);

დ.დ) პოლარიზაცია (V,H) გამოყენებულ ცალკეულ მონაკვეთებზე;

დ.ე) გასხივების ძირითადი მიმართულების (სექტორულ შემთხვევაში, გახსნილობის კუთხის α˛° სექტორების ცენტრალური მიმართულებების) აზიმუტი ან აზიმუტები (Az°);

დ.ვ) სიხშირული წყვილების (Tx ) ცენტრალური სიხშირე ზოლის (Fc±D f) მითითებით;

5. უზრუნველყოს შპს ”მაგთიკომმა”  წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტებით გათვალისიწნებული ინფორმაციის დასრულებული სახით კომისიაში წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების დანართ №1 - ში მოცემული ანკეტის ფორმით;

6.    ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N14 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”მაგთიკომი”;

7.  შპს ”მაგთიკომი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N14 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-0 (რვა-ცხრა-ნული) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 17.06.2009 წ.-მდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

8. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N15 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”მაგთიკომი”;

9.  შპს ”მაგთიკომი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N15 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის სატელეფონო (სასადგურო) ინდექსები:

 ქ.თბილისი                            26XXXX;

 კახეთის რეგიონი                 5XXXX;

 ქუთაისი                                10XXX;

 წყალტუბო                            50XXX;

 სამტრედია                            50XXX;

 ვანი                                        50XXX;

 ბაღდათი                               50XXX;

 თერჯოლა                             50XXX;

 ზესტაფონი                           30XXX;

 ტყიბული                              50XXX;

 ჭიათურა                               30XXX;

 საჩხერე                                 50XXX;

 ადიგენი                                 50XXX;

 ქარელი                                  50XXX;

 კასპი                                      50XXX;

 თიანეთი                               50XXX;

 ოზურგეთი                           50XXX;

 ხონი                                      50XXX;

 ლანჩხუთი                            50XXX;

 აბაშა                                       50XXX;

 სენაკი                                    50XXX;

 ფოთი                                    30XXX;

 ხობი                                      50XXX;

 მარტვილი                             50XXX;

 ჩხოროწყუ                            50XXX;

 ზუგდიდი                             30XXX;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 17.06.2009 წ.-მდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტებს (დ.კიკნაძე; რ.ქურდაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავჯდომარე:       გ.არველაძე

კომისიის წევრები:                დ.პატარაია

                                                გ.ფრუიძე

                                                ზ.ნონიკაშვილი