შპს „რადიოცენტრი პლუსისთვის ” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 194 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 30, 2008

მიღების თარიღი აპრილი 11, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს  „რადიოცენტრი პლუსმა” კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული №7/109-08,25.03.08) ქ.თბილისში, სტუდიიდან გადამცემ სადგურამდე სამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.

ამჟამად მიმდინარეობს რადიმაუწყებლობის სტრუქტურული რეორგანიზაცია. სტუდია განლაგდება ახალ მისამართზე  (იოსებიძის ქ.№49), ხოლო გადამცემი სადგური  ქ.თბილისში სმენადობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით - მთაწმინდის პლატოზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიოცენტრი პლუსი” №B51 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 28.12.2012) პირობების შესაბამისად, მაუწყებლობს  ქ.თბილისში FM დიაპაზონში 103.9 მჰც სიხშირეზე, 1 კვტ სიმძლავრის რადიო გადამცემის გამოყენებით.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს „რადიოცენტრი პლუსისთვის”  შერჩეულ იქნა  სიხშირე 10168 მჰც±14მჰც.    

რადიოსიხშირე 10168მჰც ±14მჰც, გათვალისწინებულია, ქ. თბილისში სტუდიიდან (იოსებიძის ქ.№49) გადამცემ სადგურამდე (ანძა მთაწმინდის პლატოზე) რადიოსამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად.  სიხშირე გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „რადიოცენტრი პლუსს” სიხშირე 10168მჰც ±14მჰც, ქ. თბილისში სტუდიიდან (იოსებიძის ქ.№49)  გადამცემ სადგურამდე  (ანძა მთაწმინდის პლატოზე)  რადიოსამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 28.12.2012);

2. აღირიცხოს შპს „რადიოცენტრი პლუსისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის  უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „რადიოცენტრი პლუსისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე);   

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რადიოცენტრი პლუსისთვის”    ჩაბარებისთანავე.                                      

კომისიის თავმჯდომარე                                                                გ.არველაძე                                                         

კომისიის     წევრი                                                                               გ.ფრუიძე

კომისიის     წევრი                                                                  ზ.ნონიკაშვილი

კომისიის    წევრი                                                                     კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                       ს.ბრიტანჩუკი