სს “მინეტტა ვენჩერზ ეს ეის” და სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია”-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების შესახებ

ნომერი: 220 / 5

გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2008

მიღების თარიღი აპრილი 24, 2008

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით მიმართა სს “მინეტტა ვენჩერზ ეს ეის”-მა (02.04.2008.წ №6/622-08), და წარმოუდგინა სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”-თან 2008 წლის 18 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების შესახებ.

   კომისია აღნიშნავს, რომ სს “მინეტტა ვენჩერზ ეს ეის” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიას კომისიის 2006 წლის 18 აგვისტოს №372/22 გადაწყვეტილების საფუძველზე, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

”ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 827,955 მჰც - 831,645 მჰც და 872,955 მჰც - 876,645 მჰც სიხშირული დიაპაზონი მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2013 წლის 23 ივლისამდე;

გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყება 2006 წლის 16 დეკემბრამდე;

დ) მომსახურების განხორციელება საქართველოს ყველა რეგიონში (არანაკლებ ერთი) გადამცემით 2008 წლის 16 დეკემბრამდე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;”

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ №F11 ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, რომ სს “მინეტტა ვენჩერზ ეს ეის”-ის კუთვნილებაში არსებული F11 ლიცენზია პირდაპირი გადაპირების წესით გადაეცეს სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”-ს, მის მფლობელად განისაზღვროს სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის №F11 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”.

2. სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”-ს განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 827,955 მჰც - 831,645 მჰც და 872,955 მჰც - 876,645 მჰც სიხშირული დიაპაზონი მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2013 წლის 23 ივლისამდე;

გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყება 2006 წლის 16 დეკემბრამდე;

დ) მომსახურების განხორციელბა საქართველოს ყველა რეგიონში (არანაკლებ ერთი) გადამცემით 2008 წლის 16 დეკემბრამდე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტებს (მ.ქადეიშვილი; რ.ქურდაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე:                             გ.არველაძე                

კომისიის წევრები:                                        გ.ფრუიძე

                                                                        კ.კვიტაიშვილი