შპს “ლუნეტ”-სა და სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია”-ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N105 ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 221 / 5

გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2008

მიღების თარიღი აპრილი 24, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “ლუნეტ”-მა (14.04..2008 №7/147-08) და წარმოუდგინა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”-თან 2008 წლის 8 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”ლუნეტი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია №N105-დან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანი”-ისათვის პირდაპირი გადაპირების წესით გადაცემას.

    კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ლუნეტი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N105 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-6 (რვა-შვიდი-ექვსი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 28 სექტემბრამდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”ლუნეტი”-ს მიერ შესრულებულია კომისიის 2007 წლის 28 სექტემბრის №548/1 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,025.00 თერთმეტი ათას ოცდახუთი ლარი) გადახდის ვალდებულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ პირდაპირი გადაპირების საფუძველზე №N105 ლიცენზიის მფლობელად უნდა განისაზღვროს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია” და შესაბამისად,  განხორციელდეს სალიცენზიო მოწმობის გაცემა სს ” საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია”-ზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N105 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”;

2. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანი”-ის №N105 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-6 (რვა-შვიდი-ექვსი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 28 სექტემბრამდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: 2008 წლის 28 სექტემბრამდე;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე:                             გ.არველაძე    

კომისიის წევრები:                                        გ.ფრუიძე

                                                                        კ.კვიტაიშვილი