შპს ”მობიტელისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 273 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 28, 2008

მიღების თარიღი მაისი 16, 2008

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 22 აპრილს შპს ”მობიტელმა”  კომისიას მიმართა განცხადებით (№162/08,22.04.08) საქართველოს ტერიტორიაზე, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების შესაბამისად, რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

  კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მობიტელი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 30.08.2005; რეგისტრაციის №18/1), ფლობს სხვადასხავა სიხშირულ დიაპაზონებში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  F5, F39, F40, F42 და F59 ლიცენზიებს, მობილური საკომუნიკაციო მომსახურეობისთვის.

   კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, ”ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად, არაკომერციული მიზნითა და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, კომისია უფლებამოსილია ასეთ პირებს 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც     განისაზღვრება       „რადიოსიხშირული   სპექტრით     ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”.

   შპს  „მობიტელისთვის”,  წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისად, რადიოსარელეო მაგისტრალზე (თბილისი - ბათუმი) გამოსაყენებლად,   შეირჩა რადიოსიხშირები: 3824.5მჰც ± 14,5 მჰც  და  4037.5მჰც ± 14,5 მჰც;   3853.5მჰც ± 14,5 მჰც  და  4066.5მჰც ± 14,5 მჰც; 3882.5მჰც ± 14,5 მჰც  და  4095.5მჰც ± 14,5 მჰც; 3911.5მჰც ± 14,5 მჰც  და  4124.5მჰც ± 14,5 მჰც;  თითოეული ზოლის სიგანით 29მჰც,

  აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ”მობიტელს” განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს  157 248.0  (ას ორმოცდაჩვიდმეტი  ათას  ორას  ორმოცდარვა) ლარს.

  კომისია აღნიშნავს, რომ  რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნეს არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტებში განლაგებულ მობილური მომსახურეობის საკომუნიკაციო ქსელის საბაზო სადგურებს შორის მაგისტრალურ  რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის.

  „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის და  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს შპს ”მობიტელს” რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, მობილური მომსახურეობის საკომუნიკაციო ქსელის საბაზო სადგურებს შორის   მაგისტრალურ მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით - შიდატექნოლოგიური დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2018  წლის  16 მაისამდე,  აუქციონის გარეშე;

2. განესაზღვროს  შპს ”მობიტელს” სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა   157 248.0  (ას ორმოცდაჩვიდმეტი  ათას  ორას  ორმოცდარვა) ლარი;

3.   უზრუნველყოს შპს ”მობიტელმა” ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 157 248.0  (ას ორმოცდაჩვიდმეტი  ათას  ორას  ორმოცდარვა) ლარის  გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით, 10 დღის ვადაში:

      მიმღები: 

      ხაზინის ერთიანი ანგარიში  ა/ა - 200122900;

      ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;

      კოდი - 220101222;

      საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს  ”მობიტელის”  მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

5.   აღირიცხოს შპს ”მობიტელისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე) შპს ”მობიტელის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

6. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”მობიტელისთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების  საკითხი  შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი საქართველოს  კანონმდებლობასთან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).                                                

კომისიის თავმჯდომარე       გ.არველაძე                                                         

კომისიის     წევრი                  გ.ფრუიძე

კომისიის    წევრი                    ზ.ნონიკაშვილი

კომისიის    წევრი                       კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი          ს.ბრიტანჩუკი

თანდართული დოკუმენტები: