შპს „ჰერეთისთვის” რადიოსიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 28 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2008

მიღების თარიღი იანვარი 18, 2008

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ჰერეთმა” კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული № 7/468-11.12.07), ქ.ლაგოდეხში სტუდიიდან (კოსტავას ქ.№14) ბაისუბნის სატელევიზიო ანძამდე რადიოსამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის სიხშირის მინიჭების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჰერეთი”  №B95 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 11.12.2017) პირობების შესაბამისად, მაუწყებლობს  ქ.ლაგოდეხში  102.8 მჰც სიხშირეზე, 250 ვატი სიმძლავრის რადიო გადამცემის გამოყენებით.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს „ჰერეთს”  გამოეყო სიხშირე 402.6 მჰც ზოლის სიგანით 0.4 მჰც.

რადიოსიხშირე 402.6 მჰც   ზოლის სიგანით ± 0.2 მჰც,  გათვალისწინებულია, ქ. ლაგოდეხში სტუდიიდან (კოსტავას ქ.№14)   გადამცემ სადგურამდე (ბაისუბნის სატელევიზიო ანძა) რადიოსამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად.  სიხშირე გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „ჰერეთს” სიხშირე  402.6 მჰც   ზოლის სიგანით  ±0.2 მჰც,  ქ. ლაგოდეხში სტუდიიდან (კოსტავას ქ.№14)   გადამცემ სადგურამდე (ბაისუბნის სატელევიზიო ანძა) რადიოსამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 11.12.2017);

2. აღირიცხოს შპს „ჰერეთისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის  უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ჰერეთისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე).                     

კომისიის თავმჯდომარე                                                              გ.არველაძე

კომისიის წევრი                                                                             გ.ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                    ზ.ნონიკაშვილი  
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები