შპს ”მაგთიკომისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 39 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 31, 2008

მიღების თარიღი იანვარი 25, 2008

 

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მომართა შპს ”მაგთიკომმა” კომისიის 2007 წლის 22 ივნისის №345/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და საქართველოს ტერიტორიაზე, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების შესაბამისად, რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის რადიოსარელეო სიხშირეების 10 წლის ვადით მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით.

            კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლის 22 ივნისს კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №345/13 ”შპს ”მაგთიკომისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ”. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ”მაგთიკომ”-ს განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური -   2,780,211.60 (ორი მილიონ შვიდას ოთხმოცი ათას  ორას თერთმეტი ლარის და სამოცი თეთრი) ლარის ოდენობით, შესაბამისად, შპს ”მაგთიკომ”-ს დაეკისრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 10 დღის ვადაში გადახდის ვალდებულება. კომისია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების ძალაში შესვლის ვადად განისაზღვრა შპს ”მაგთიკომის”  მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის თარიღი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ” კომისიის 2007 წლის 22 ივნისის №345/13 გადაწყვეტილებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური ხასიათის უზუსტობა, კერძოდ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას მითითებულ იქნა 2,780,211.60 (ორი მილიონ შვიდას ოთხმოცი ათას  ორას თერთმეტი ლარის და სამოცი თეთრი) ლარი ნაცვლად 908.127.60 (ცხრაას რვა  ათას ას ოცდაშვიდი ლარი და სამოცი თეთრი) ლარისა. სწორედ აღნიშნული ტექნიკური უზუსტობის გამო შპს ”მაგთიკომი”-ს მიერ არ იქნა შესრულებული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, კერძოდ 10 დღის ვადაში არ იქნა გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური, არ იქნა კომისიაში წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი საბუთი. შესაბამისად,  კომისიის 2007 წლის 22 ივნისის №345/13 გადაწყვეტილების საფუძველზე არ წარმოშობილა არანაირი ახალი სამართლებრივი ურთიერთობები, აღნიშნული აქტის ძალაში შეუსვლელობის გამო გამომდინარე ამავე გადაწყვეტილების მე-4  პუნქტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე,  კომისიის აზრით, შეუძლებელია მისი ძალადაკარგულად გამოცხადება.

            კომისია შპს ”მაგთიკომი”-ს მეორე მოთხოვნასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 20.07.2005; რეგისტრაციის №7/1), ფლობს სხვადასხავა სიხშირულ დიაპაზონებში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  F1, F2, F4 და F15 ლიცენზიებს, მობილური საკომუნიკაციო მომსახურეობისთვის.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, ”ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად, არაკომერციული მიზნითა და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, კომისია უფლებამოსილია ასეთ პირებს 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც     განისაზღვრება       „რადიოსიხშირული   სპექტრით     ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ”მაგთიკომს” განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების მე-7 პუნქტით განსაზღვრული ფორმულით   P = Pf * Kq* Kp * N * Kn * Ks * Kg      და შეადგინა  908.127.60 (ცხრაას რვა  ათას ას ოცდაშვიდი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ  რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნეს არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტებში განლაგებულ მობილური მომსახურეობის საკომუნიკაციო ქსელის საბაზო სადგურებს შორის   მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე,  რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის.

 „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის და  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”მაგთიკომს” რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად მობილური მომსახურეობის საკომუნიკაციო ქსელის საბაზო სადგურებს შორის   მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით - შიდატექნოლოგიური დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2018  წლის  25 იანვრამდე, აუქციონის გარეშე;

2. განესაზღვროს  შპს ”მაგთიკომს” სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა   908.127.60 (ცხრაას რვა  ათას ას ოცდაშვიდი ლარი და სამოცი თეთრი) ლარით;

3.   უზრუნველყოს შპს ”მაგთიკომმა” ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 908.127.60 (ცხრაას რვა  ათას ას ოცდაშვიდი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის  გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით 10 დღის ვადაში:

      მიმღები: 

      ხაზინის ერთიანი ანგარიში  ა/ა  200122900;

      ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;

      კოდი - 220101222;

      საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს”მაგთიკომის”  მიერ

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები