ი/მ ”კონსტანტინე ამაშუკელსა” და შპს ”ახალი ქსელებს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N130 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ

ნომერი: 112 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2009

მიღების თარიღი მარტი 06, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ი/მ ”კონსტანტინე ამაშუკელმა” (14.01.2009 №6/32-09) და წარმოუდგინა შპს ”ახალ ქსელებ”-თან 2009 წლის 14 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით ნაწილობრივი გადაპირების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს ი/მ ”კონსტანტინე ამაშუკელი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია №N130-დან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”ახალი ქსელებისათვის” ნაწილობრივ გადაცემას. კერძოდ, წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, ი/მ ”კონსტანტინე ამაშუკელი” შპს ”ახალი ქსელებს” გადასცემს სატელეფონო (სასადგურო) ინდექსს 90XXX-დან 92950-მდე და 93XXX-დან 99XXX-ის ჩათვლით (სულ 9950 ცხრა ათას ცხრაას ორმოცდაათი სააბონენტო ნომერი).

  კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ ”კონსტანტინე ამაშუკელი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N130 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 9XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 10 ოქტომბრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (42,000.00 -ორმოცდაორი ათასი) დარჩენილი 70%-ის (29,400.00 - ოცდაცხრა ათას ოთხასი ლარი) გადახდის ვალდებულება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

2450 ლარი    -   2008 წლის 10 ნოემბრამდე;

2450 ლარი    -   2008 წლის 10 დეკემბრამდე;

2450 ლარი    -   2009 წლის 10 იანვრამდე;

2450 ლარი    -   2009 წლის 10 თებერვლამდე;

2450 ლარი    -   2009 წლის 10 მარტამდე;

2450 ლარი    -   2009 წლის 10 აპრილამდე;

2450 ლარი    -   2009 წლის 10 მაისამდე;

2450 ლარი    -   2009 წლის 10 ივნისამდე;

2450 ლარი    -   2009 წლის 10 ივლისამდე;

2450 ლარი    -   2009 წლის 10 აგვისტომდე;

2450 ლარი    -   2009 წლის 10 სექტემბრამდე;

2450 ლარი    -   2009 წლის 10 ოქტომბრამდე;

ი/მ ”კონსტანტინე ამაშუკელის” მიერ ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გრაფიკის შესაბამისად დღევანდელი დღის მდგომარეობით საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა შეადგენს 9800.00 ლარს (ცხრა ათას რვაას ლარს). კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულების თანახმად შპს ”ახალი ქსელები” იღებს ვალდებულებას დაფაროს ლიცანზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსის სარგებლობის საფასურის დარჩენილი თანხა, 19600.00 ლარი (ცხრამეტი ათას ექვსასი ლარი) გრაფიკით დადგენილ ვადებში.

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ პირდაპირი გადაპირების საფუძველზე №N130 ლიცენზიას უნდა გამოეყოს სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 90XXX-დან 92950-მდე და 93XXX-დან 99XXX-ის ჩათვლით (სულ 9950 ცხრა ათას ცხრაას ორმოცდაათი სააბონენტო ნომერი) მფლობელად განისაზღვროს შპს ”ახალი ქსელები” და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობები.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N130 ლიცენზიას გამოეყოს სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 90XXX – 92950-მდე; 93XXX - 99XXX (სულ 9950 (ცხრა ათას ცხრაას ორმოცდაათი)  სააბონენტო ნომერი), მიენიჭოს №N144 და მფლობელად განისაზღვროს შპს ”ახალი ქსელები”;

2. შპს ”ახალი ქსელების” №N144 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 90XXX-დან 92950-მდე და 93XXX-დან 99XXX-ის ჩათვლით (სულ 9950 ცხრა ათასცხრაას ორმოცდაათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 10 ოქტომბრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: 2009 წლის 10 ოქტომბრამდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 19600.00 ლარის (ცხრამეტი ათას ექვსასი ლარი),  გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

ვ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი თანხის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკით:

2450 ლარი    -   2009 წლის 10 მარტამდე;

2450 ლარი    -   2009 წლის 10 აპრილამდე;

2450 ლარი    -   2009 წლის 10 მაისამდე;

2450 ლარი    -   2009 წლის 10 ივნისამდე;

2450 ლარი    -   2009 წლის 10 ივლისამდე;

2450 ლარი    -   2009 წლის 10 აგვისტომდე;

2450 ლარი    -   2009 წლის 10 სექტემბრამდე;

2450 ლარი    -   2009 წლის 10 ოქტომბრამდე;

3. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N130 ლიცენზიას მიენოჭოს №N145, მფლობელად განისაზღვროს ი/მ ”კონსტანტინე ამაშუკელი” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 92950-დან 92999 ჩათვლით (სულ 50 ორმოცდაათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 10 ოქტომბრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: 2009 წლის 10 ოქტომბრამდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის ი/მ ”კონსტანტინე ამაშუკელი” და შპს ”ახალი ქსელი”-სთვის ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი            ს.ბრიტანჩუკი

კომისიის     წევრები:                       ზ.ნონიკაშვილი

                                                         კ.კვიტაიშვილი