შპს ”ახალ ქსელებს” და შპს ”ახტელს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N142 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ

ნომერი: 223 / 5

გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2009

მიღების თარიღი მაისი 01, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ახალი ქსელებმა” (14.04.2009 №6/864-09) და წარმოუდგინა შპს ”ახტელ”-თან 2009 წლის 13 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”ახალი ქსელები”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია №N142-დან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”ახტელი”-ისათვის ნაწილობრივ გადაცემას. კერძოდ, წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ”ახალი ქსელები”, შპს ”ახტელ”-ს ლიცენზია №N142-დან გამომდინარე გადასცემს სატელეფონო (სასადგურო) ინდექსს ქ.თბილისში 548000-დან 548899-ის ჩათვლით (სულ 900 ცხრაასი სააბონენტო ნომერი).

    კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელები” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N142 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი: 21XXXX, 245XXX-249XXX, 32XXXX, 33XXXX, 52XXXX, 53XXXX, 540XXX-543XXX, 545XXX-548XXX, 57XXXX, 58XXXX, 59XXXX, 65XXXX, 69XXXX, ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 21 აგვისტომდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N142 ლიცენზიის უნდა გამოეყოს სატელეფონო (სასადგურო) ინდექსს ქ.თბილისში 548000-დან 548899-ის ჩათვლით (სულ 900 ცხრაასი სააბონენტო ნომერი) მფლობელად განისაზღვროს შპს ”ახტელი” და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობები.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N142 ლიცენზიას გამოეყოს სატელეფონო (სასადგურო) ინდექსს ქ.თბილისში 548000-დან 548899-ის ჩათვლით (სულ 900 ცხრაასი სააბონენტო ნომერი) მიენოჭოს №N150 მფლობელად განისაზღვროს შპს ”ახტელი”  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი: 548000-დან 548899-ის ჩათვლით (სულ 900 ცხრაასი სააბონენტო ნომერი);

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 21 აგვისტომდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N142 ლიცენზიას მიენოჭოს №N151, მფლობელად განისაზღვროს შპს ”ახალი ქსელები”  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი: 21XXXX, 245XXX-249XXX, 32XXXX, 33XXXX, 52XXXX, 53XXXX, 540XXX-543XXX, 545000-დან 548000-მდე, 548900-დან 548999-ის ჩათვლით 57XXXX, 58XXXX, 59XXXX, 65XXXX, 69XXXX, ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 21 აგვისტომდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ახალი ქსელები”და შპს ”ახტელი”-სთვის ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი:                                                        ს.ბრიტანჩუკი

კომისიის     წევრის მ.შ.                                                                 ზ.ნონიკაშვილი

კომისიის     წევრები:                                                                      კ.კვიტაიშვილი

                                                                                                        ი.მოსეშვილი

                                                                                                        ა.სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები