შპს ”მაქსტელს” და შპს ”მაიფონს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N143 ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების შესახებ

ნომერი: 238 / 5

გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2009

მიღების თარიღი მაისი 08, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”მაქსტელ”-მა (21.04.2009 №6/922-09) და წარმოუდგინა შპს ”მაიფონ”-თან 2009 წლის 10 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”მაქსტელი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია №N143-დან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”მაიფონი”-სათვის სრულად გადაცემას. კერძოდ, წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ”მაქსტელი”, შპს ”მაიფონ”-ს ლიცენზია №N143-დან გამომდინარე გადასცემს ნუმერაციის რესურსს ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 193XXX – 197XXX, სულ 5000 (ხუთი ათასი) სააბონენტო ნომერი.

  კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაქსტელი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N143 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 193XXX - 197XXX (სულ 5000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 13 თებერვლამდე;

) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (10,500.00 - ათი ათას ხუთასი)  დარჩენილი 70%-ის (7,350.00 - შვიდი ათას სამას ორმოცდაათი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

612.50  ლარი    -   2009 წლის 13 მარტამდე;

612.50  ლარი    -   2009 წლის 13 აპრილამდე;

612.50  ლარი    -   2009 წლის 13 მაისამდე;

612.50  ლარი    -   2009 წლის 13 ივნისამდე;

612.50  ლარი    -   2009 წლის 13 ივლისამდე;

612.50  ლარი    -   2009 წლის 13 აგვისტომდე;

612.50  ლარი    -   2009 წლის 13 სექტემბრამდე;

612.50  ლარი    -   2009 წლის 13 ოქტომბრამდე;

612.50  ლარი    -   2009 წლის 13 ნოემბრამდე;

612.50  ლარი    -   2009 წლის 13 დეკემბრამდე;

612.50  ლარი    -   2010 წლის 13 იანვრამდე;

612.50  ლარი    -   2010 წლის 13 თებერვლამდე;

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ შპს ’მაქსტელ”-მა გადაიხადა ლიცენზიით გათვალისწინებული გადასახადი 2009 წლის მარტის და აპრილის თვეებში, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია იქნა წარმოდგენილი.

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი წესით გადაპირების არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N143 ლიცენზიის მფლობელად უნდა განისაზღვროს შპს ”მაიფონი” და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N143 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”მაიფონი”  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 193XXX - 197XXX (სულ 5000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 13 თებერვლამდე;

) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი თანხის (6125.00 ექვსი ათას ას ოცდახუთი ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

612.50  ლარი    -   2009 წლის 13 მაისამდე;

612.50  ლარი    -   2009 წლის 13 ივნისამდე;

612.50  ლარი    -   2009 წლის 13 ივლისამდე;

612.50  ლარი    -   2009 წლის 13 აგვისტომდე;

612.50  ლარი    -   2009 წლის 13 სექტემბრამდე;

612.50  ლარი    -   2009 წლის 13 ოქტომბრამდე;

612.50  ლარი    -   2009 წლის 13 ნოემბრამდე;

612.50  ლარი    -   2009 წლის 13 დეკემბრამდე;

612.50  ლარი    -   2010 წლის 13 იანვრამდე;

612.50  ლარი    -   2010 წლის 13 თებერვლამდე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”მაქსტელი”და შპს ”მაიფონი”-სთვის ჩაბარების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ს.ბრიტანჩუკი

კომისიის     წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ზ.ნონიკაშვილი

კომისიის     წევრი                                                                             კ.კვიტაიშვილი

კომისიის     წევრი                                                                             ი.მოსეშვილი

კომისიის     წევრი                                                                             ა.სიხარულიძე