შპს ”მაგთიკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №№ F10, F35 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N14, N15 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 268 / 6

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2009

მიღების თარიღი ივნისი 22, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (15.05.2009 N7/171-09) მიმართა შპს ”მაგთიკომმა”  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №№ F10, F35 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N14, N15 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №№ F10, F35 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N14, N15 ლიცენზიებს, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზია:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 453 მჰც ÷ 457,5 მჰც და 463 მჰც ÷ 467,5 მჰც  სიხშირული დიაპაზონი საქართველოს მთელ ტერიტორაზე;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2009 წლის 17 ივნისამდე;

გ) უზრუნველყოს შპს ”მაგთიკომმა” 453 მჰც ÷ 457,5 მჰც და 463 მჰც ÷ 467,5 მჰც  სიხშირული დიაპაზონის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;

2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F35 ლიცენზია:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: რადიოსიხშირეები 7226.0 მჰც, 7387.0 მჰც და 7247.0 მჰც, 7408.0 მჰც, თითოეული ზოლის სიგანით ±14 მჰც, რადიოსარელეო კავშირებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2009 წლის 17 ივნისამდე;

3.    ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N14 ლიცენზია:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-0 (რვა-ცხრა-ნული) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 17.06.2009 წ.-მდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N15 ლიცენზია:

ა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის სატელეფონო (სასადგურო) ინდექსები:

 ქ.თბილისი                            26XXXX;

 კახეთის რეგიონი                 5XXXX;

 ქუთაისი                               10XXX;

 წყალტუბო                           50XXX;

 სამტრედია                          50XXX;

 ვანი                                       50XXX;

 ბაღდათი                              50XXX;

 თერჯოლა                            50XXX;

 ზესტაფონი                          30XXX;

 ტყიბული                             50XXX;

 ჭიათურა                               30XXX;

 საჩხერე                                 50XXX;

 ადიგენი                                50XXX;

 ქარელი                                 50XXX;

 კასპი                                      50XXX;

 თიანეთი                               50XXX;

 ოზურგეთი                          50XXX;

 ხონი                                      50XXX;

 ლანჩხუთი                           50XXX;

 აბაშა                                      50XXX;

 სენაკი                                    50XXX;

 ფოთი                                    30XXX;

 ხობი                                      50XXX;

 მარტვილი                             50XXX;

 ჩხოროწყუ                            50XXX;

 ზუგდიდი                          30XXX;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 17.06.2009 წ.-მდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”, ხოლო ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ”განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილ უნდა იქნას კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.”

შპს ”მაგთიკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №№ F10, F35 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  №№ N14, N15 ლიცენზიებს მოქმედების ვადა გასდით 2009 წლის 17 ივნისს. შესაბამისად, შპს ”მაგთიკომი”-ს მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მოთხოვნები, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, „ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს”.

კომისია აღნიშნავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით, რაც გათვალისწინებულია შპს „მაგთიკომი“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F35 ლიცენზიით, სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, შპს ”მაგთიკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F35 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას, კომისიამ იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტია ბ) ქვეპუნქტით, რომლის შესაბამისადაც, „თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი)  განმავლობაში იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს.“ ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ასევე იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N14 და № N15 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას, კომისიამ იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტებით.

შპს „მაგთიკომის“ ზემოაღნიშნული ლიცენზიებს მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხი კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა 2009 წლის 22 ივნისს, რომელსაც ესწრებოდა შპს „მაგთიკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ბატონი ა.ზოდელავა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F10, № F35 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N14 და № N15 ლიცენზიებს მოქმედების ვადა უგრძელდება 2009 წლის 17 ივნისიდან 10 წლის ვადით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“-ს კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F10 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, შეადგენს 2007 წლის 17 ივნისიდან -  2009 წლის 17 ივნისამდე იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს.

შპს „მაგთიკომი“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F35 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შეადგენს 2006 წლის 17 ივნისიდან -  2009 წლის 17 ივნისამდე, იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს.

ამავე კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  №N14 და №N15 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, შეადგენს 2007 წლის 17 ივნისიდან -  2009 წლის 17 ივნისამდე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობი ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის განსაზღვრისას, კომისიამ იხელმძღვანელა კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით, რომლის შესაბამისადაც,  ”სიხშირული ზოლი არის კონკრეტული საზღვრებით შემოფარგლული და სიხშირულ დიაპაზონებში გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრის მონაკვეთების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება ერთი და იგივე ელექტრონული საკომუნიკაციო საქმიანობისათვის”.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული, რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად დანაწილებული, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების სისტემებისთვის (აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებს შპს „მაგთიკომი“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F10 ლიცენზიით), გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  ბოლო ორი წლის განმავლობაში გამართულია 3 აუქციონი (იხ.დანართი N1).

აუქციონებზე გამოტანილი სიხშირეების საერთო რაოდენობამ შეადგინა  119 მჰც, ხოლო თანხამ - 24,143,110.2 (ოცდაოთხი მილიონ ას ორმოცდასამი ათას ას ათი ლარი და ოცი თეთრი) ლარი. 1 მჰც-ის საფასური შეადგენს - 202,883.3 (ორას ორი ათას რვაას ოთხმოცდასამი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარს (24,143,110.2:119=202,883.3).

შპს „მაგთიკომი“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F10 ლიცენზია ითვალისწინებს 9 მჰც სიხშირული ზოლით  სარგებლობის უფლებას (453 მჰც ÷ 457,5 მჰც და 463 მჰც ÷ 467,5 მჰც). შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური, შპს „მაგთიკომი“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F10  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, შეადგენს 1,825,949.51 (ერთი მილიონ რვაას ოცდახუთი ათას ცხრაას ორმოცდაცხრა ლარი და ორმოცდათერთმეტი თეთრი) ლარს (9 მჰც  x  202,883.3 ლარი= 1,825,949.51 ლარი).

კომისია აღნიშნავს, რომ 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული, რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად დანაწილებული რადიოსარელეო კავშირებისთვის (აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებს შპს „მაგთიკომი“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F35 ლიცენზიით) გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  ბოლო სამი წლის განმავლობაში გამართულია 3 აუქციონი (იხ.დანართი N1).

აუქციონებზე გამოტანილი სიხშირეების საერთო რაოდენობამ შეადგინა  1573 მჰც, ხოლო თანხამ - 694,021.4 (ექვსას ოთხმოცდათოთხმეტი ათას ოცდაერთი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი. 1 მჰც-ის საფასური შეადგენს - 441.21 (ოთხას ორმოცდაერთი ლარი და ოცდაერთი თეთრი) ლარს (694,021.4:1573=441.21).

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F35 ლიცენზია ითვალისწინებს 112 მჰც სიხშირული ზოლით  სარგებლობის უფლებას (7226.0 მჰც, 7387.0 მჰც და 7247.0 მჰც, 7408.0 მჰც, თითოეული ზოლის სიგანით ±14 მჰც). შესაბამისად,  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური, შპს „მაგთიკომი“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F35  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, შეადგენს 49,415.52 (ორმოცდაცხრა ათას ოთხას თხუთმეტი ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი) ლარს (112 მჰც  x  441.21 ლარი= 49,415.52 ლარი).

კომისია აღნიშნავს, რომ ციფრების სამნიშნა კომბინაციით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ გამართულია 10 აუქციონი (იხ.დანართი N2). აუქციონებზე დაფიქსირებულმა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურების ჯამმა შეადგინა 401,000.00 (ოთხას ერთი ათასი) ლარი. შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური (აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკული) შპს „მაგთიკომი“-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N14 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ერთ რესურსზე შეადგენს 40,100.00 (ორმოცი ათას ასი) ლარს (401,000.00:10=40,100.00).

კომისია აღნიშნავს, რომ სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ გამართულია 17 აუქციონი, 85,000.00 (ოთხმოცდახუთი ათასი) სააბონენტო ნომერზე (იხ.დანართი N2). აუქციონებზე დაფიქსირებულმა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურების ჯამმა შეადგინა 341,975.00 (სამას ორმოცდაერთი ათას ცხრაას სამოცდათხუთმეტი) ლარი. შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური (აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკული) შპს „მაგთიკომი“-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ერთ სააბონენტო ნომერზე შეადგენს - 4.02 (ოთხი ლარი და ორი თეთრი) ლარს (341,974:85,000.00=4.02).

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ განცხადებით, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებას ითხოვს მხოლოდ ქ.თბილისის რესრუსზე - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 26XXXX (ათი ათასი სააბონენტო ნომერი) და ქ.ქუთისის ნუმერაციის რესურსზე - სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 10XXX (ერთი ათასი სააბონენტო ნომერი). კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად, შპს „მაგთიკომს“ ლიცენზიის მოქმედების ვადა უგრძელდება 11,000 (თერთმეტი ათასი) სააბონენტო ნომერზე, შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური, შპს „მაგთიკომი“-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N15  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, შეადგენს - 44,220.00 (ორმოცდაოთხი ათას ორას ოცი) ლარს (11,000X4.02=44,220).

  კომისიის 2009 წლის 22 ივნისის სხდომაზე, შპს „მაგთიკომი“-ს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დაადასტურა თითოეული ლიცენზიისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის, კომისიის მიერ განსაზღვრულ საფასურთა და სალიცენზიო მოსაკრებლების, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე მზადყოფნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის ა), ბ) და ვ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”მაგთიკომის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №№F10, F35 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N14 ლიცენზიებს, ხოლო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N15   ლიცენზიას ნაწილობრივ  2009 წლის 17 ივნისიდან 10 წლით - 2019 წლის 17 ივნისამდე;

2. შპს ”მაგთიკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F10 ლიცენზიისთვის  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს  - 1,825,949.51 (ერთი მილიონ რვაას ოცდახუთი ათას ცხრაას ორმოცდაცხრა ლარი და ორმოცდათერთმეტი) ლარით;

3. შპს ”მაგთიკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F35 ლიცენზიისთვის  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს  - 49,415.52 (ორმოცდაცხრა ათას ოთხას თხუთმეტი ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი) ლარით;

4. შპს ”მაგთიკომი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N14 ლიცენზიისთვის  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს 40,100.00 (ორმოცი ათას ასი) ლარით;

5. შპს ”მაგთიკომი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N15 ლიცენზიისთვის  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს 44,220.00 (ორმოცდაოთხი ათას ორას ოცი) ლარით;

6. უზრუნველყოს შპს ”მაგთიკომმა”  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F10 ლიცენზიის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 1,825,949.51 (ერთი მილიონ რვაას ოცდახუთი ათას ცხრაას ორმოცდაცხრა ლარი და ორმოცდათერთმეტი თეთრი) ხოლო რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F35 ლიცენზიის გაგრძელებისთვის 49,415.52 (ორმოცდაცხრა ათას ოთხას თხუთმეტი ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი) ლარის და სალიცენზიო მოსაკრებლის - 2000 (ორი ათასი) ლარის  (1000 ლარი თითოეული ლიცენზიისთვის) 2009 წლის 22 აგვისტომდე გადახდა, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;         

7. უზრუნველყოს შპს ”მაგთიკომმა”  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N14   ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 40,100.00 (ორმოცი ათას ასი) ლარის, ხოლო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N15 ლიცენზიის ნაწილობრივ მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის 44,220.00 (ორმოცდაოთხი ათას ორას ოცი) ლარის და სალიცენზიო მოსაკრებლის  - 2000 (ორი ათასი) ლარის (1000 ლარი თითოეული ლიცენზიისთვის) 2009 წლის 22 აგვისტომდე გადახდა, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

8. შპს ”მაგთიკომი” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-6 და მე-7 პუნქტში აღნიშნული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

9. შპს ”მაგთიკომი”-ს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-6 და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურთა და სალიცენზიო მოსაკრებლების  2009 წლის 22 აგვისტომდე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე გადაწყვეტილების, მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს ”მაგთიკომი” -ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F10 და F35 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N14 და N15   ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.

10. ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად, ამავე გადაწყვეტილების თანდართული დანართი N1 და დანართი N2;

11. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

12. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომი“-სთვის ჩაბარების დღიდან;

13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-6 და მე-7 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

15. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-6 და მე-7 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).     

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი.ჩიქოვანი                            

კომისიის წევრი                                                                     ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                     კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                     ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                     ი.მოსეშვილი

თანდართული დოკუმენტები: