სს „გლობალ ერთი“- სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 519 / 1

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 20, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 16, 2009

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 11 სექტემბრის №434/8 გადაწყვეტილების შესაბამისად,  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა სს „გლობალ ერთი“.

ამავე გადაწყვეტილებით, სს „გლობალ ერთს“, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (6229.00 ექვსი ათას ორას ოცდაცხრა) 30%-ს - 1868.7 (ათას რვაას სამოცდარვა ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 593.20 (ხუთას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარი ანუ 1,275.5 (ათას ორას სამოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის წესი.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „გლობალ ერთის“ მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია - 1,275.5 (ათას ორას სამოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა

1. მიეცეს სს „გლობალ ერთს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F74 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი - 5210 მჰც

ბ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 20 მჰც;

გ) სიმძლავრე - 1 ვატი;

დ) სადგურების რაოდენობა - 2 სადგური;

ე) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;

ვ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 16 ოქტომბრამდე;

ზ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

თ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70% (4,360.3 ოთხი ათას სამას სამოცი ლარი და ოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70% (4,360.3 ოთხი ათას სამას სამოცი ლარი და ოცდაათი თეთრი)  გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

363.36 ლარი    -   2009 წლის 4 ნოემბრამდე;

363.36 ლარი    -   2009 წლის 4 დეკემბრამდე;

363.36 ლარი    -   2010 წლის 4 იანვრამდე;

363.36 ლარი    -   2010 წლის 4 თებერვლამდე

363.36 ლარი    -   2010 წლის 4 მარტამდე;

363.36 ლარი    -   2010 წლის 4 აპრილამდე;

363.36 ლარი    -   2010 წლის 4 მაისამდე;

363.36 ლარი    -   2010 წლის 4 ივნისამდე;

363.36 ლარი    -   2010 წლის 4 ივლისამდე;

363.36 ლარი    -   2010 წლის 4 აგვისტომდე;

363.36 ლარი    -   2010 წლის 4 სექტემბრამდე;

363.34 ლარი    -   2010 წლის 4 ოქტომბრამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის სს „გლობალ ერთისთვის“ ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                                 ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                            კ.კვიტაიშვილი

                                                                                                            ა.სიხარულიძე

                                                                                                            ი.მოსეშვილი