შპს “ახალი ქსელებსა” და შპს ”ახტელს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N125 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ

ნომერი: 59 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2009

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “ახალი ქსელებ”-მა (29.01.2009 №6/159-09) და წარმოუდგინა შპს ”ახტელ”-თან 2008 წლის 26 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”ახალი ქსელები”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია №N125-დან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”ახტელ”-ისათვის ნაწილობრივ გადაცემას. კერძოდ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ”ახალი ქსელები” შპს ”ახტელ”-ს გადასცემს  სატელეფონო (სასადგურო) ინდექსს ქ.თბილისში 549XXX (სულ 1000 ათასი სააბონენტო ნომერი).

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ახალი ქსელები” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N125 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი: 21XXXX, 245XXX-249XXX, 32XXXX, 33XXXX, 52XXXX, 53XXXX, 540XXX-543XXX, 545XXX-549XXX, 57XXXX, 58XXXX, 59XXXX, 65XXXX, 69XXXX, ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 21 აგვისტომდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

 კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ პირდაპირი გადაპირების საფუძველზე №N125 ლიცენზიის უნდა გამოეყოს სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 549XXX (1000 ათასი სააბონენტო ნომერი) მფლობელად განისაზღვროს შპს ”ახტელი” და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობები.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N125 ლიცენზიის გამოეყოს სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 549XXX (ათასი სააბონენტო ნომერი) მიენიჭოს №N141 და მფლობელად განისაზღვროს შპს ”ახტელი”;

2. შპს ”ახტელ”-ის №N141 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 549XXX (ათასი სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 21 აგვისტომდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

3. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N125 ლიცენზიის მიენოჭოს №N142, მფლობელად განისაზღვროს შპს ”ახალი ქსელები” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი: 21XXXX, 245XXX-249XXX, 32XXXX, 33XXXX, 52XXXX, 53XXXX, 540XXX-543XXX, 545XXX-548XXX, 57XXXX, 58XXXX, 59XXXX, 65XXXX, 69XXXX, ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 21 აგვისტომდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ახალი ქსელები”-სა და შპს ”ახტელი”-სთვის ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი:                                                                                   ს.ბრიტანჩუკი

კომისიის     წევრის მოვალეობის

შემსრულებელი:                                                                                                              ზ.ნონიკაშვილი

კომისიის     წევრის მოვალეობის

შემსრულებელი:                                                                                                              კ.კვიტაიშვილი