სს „გლობალ ერთი“- სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 670 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2009

მიღების თარიღი დეკემბერი 11, 2009

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 6 ნოემბრის №572/8 გადაწყვეტილების შესაბამისად,  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა სს „გლობალ ერთი“.

ამავე გადაწყვეტილებით, სს „გლობალ ერთს“, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (6229.00 ექვსი ათას ორას ოცდაცხრა) 30%-ს - 1868.7 (ათას რვაას სამოცდარვა ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 593.20 (ხუთას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარი ანუ 1,275.5 (ათას ორას სამოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის წესი.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „გლობალ ერთის“ მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია 1,275.5 (ათას ორას სამოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა

1. მიეცეს სს „გლობალ ერთს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F76 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი - 8363 მჰც ± 14 მჰც და 8482 მჰც ± 14 მჰც;

ბ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც;

გ) სიმძლავრე - 1 ვატი;

დ) სადგურების რაოდენობა - 2 სადგური;

ე) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;

ვ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 11 დეკემბრამდე;

ზ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

თ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70% (4,360.3 ოთხი ათას სამას სამოცი ლარი და ოცდაათი თეთრი)  გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70% (4,360.3 ოთხი ათას სამას სამოცი ლარი და ოცდაათი თეთრი)  გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

363.36 ლარი    -   2010 წლის 11 იანვრამდე;

363.36 ლარი    -   2010 წლის 11 თებერვლამდე

363.36 ლარი    -   2010 წლის 11 მარტამდე;

363.36 ლარი    -   2010 წლის 11 აპრილამდე;

363.36 ლარი    -   2010 წლის 11 მაისამდე;

363.36 ლარი    -   2010 წლის 11 ივნისამდე;

363.36 ლარი    -   2010 წლის 11 ივლისამდე;

363.36 ლარი    -   2010 წლის 11 აგვისტომდე;

363.36 ლარი    -   2010 წლის 11 სექტემბრამდე;

363.34 ლარი    -   2010 წლის 11 ოქტომბრამდე;

363.36 ლარი    -   2010 წლის 11 ნოემბრამდე;

363.36 ლარი    -   2010 წლის 11 დეკემბრამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის სს „გლობალ ერთისთვის“ ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                             ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრები                                                                 კ.კვიტაიშვილი

                                                                                             ა.სიხარულიძე

                                                                                            ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები