შპს ”რკინიგზის ტელეკომს” და შპს ”საქართველოს რკინიგზას”-ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N153 ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 676 / 5

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 26, 2010

მიღების თარიღი დეკემბერი 11, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”რკინიგზის ტელეკომმა” (19.11.2009 №6/3319-09) და წარმოუდგინა შპს ”საქართველოს რკინიგზასთან” 2009 წლის 11 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”რკინიგზის ტელეკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N153 ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების, შპს ”საქართველოს რკინიგზისათვის” გადაცემას.

 კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რკინიგზის ტელეკომი”ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N153 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 198XXX-199XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 11 სექტემბრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (37,800.00 - ოცდაჩვიდმეტი ათას რვაასი ლარი)  გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

3,150.00  ლარი    -   2009 წლის 11 ოქტომბრამდე;

3,150.00  ლარი    -   2009 წლის 11 ნოემბრამდე;

3,150.00  ლარი    -   2009 წლის 11 დეკემბრამდე;

3,150.00  ლარი    -   2010 წლის 11 იანვრამდე;

3,150.00  ლარი    -   2010 წლის 11 თებერვლამდე;

3,150.00  ლარი    -   2010 წლის 11 მარტამდე;

3,150.00  ლარი    -   2010 წლის 11 აპრილამდე;

3,150.00  ლარი    -   2010 წლის 11 მაისამდე;

3,150.00  ლარი    -   2010 წლის 11 ივნისამდე;

3,150.00  ლარი    -   2010 წლის 11 ივლისამდე;

3,150.00  ლარი    -   2010 წლის 11 აგვისტომდე;

3,150.00  ლარი    -   2010 წლის 11 სექტემბრამდე;

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2009 წლის 7 დეკემბრის №10/751-09 სამსახურებრივი ბარათის და შპს ”რკინიგზის ტელეკომის” 2009 წლის 9 დეკემბრის №6/3757-09 წერილის თანახმად, შპს ”რკინიგზის ტელეკომს” 2009 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით გადახდილი აქვს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2009 წლის 11 ოქტომბრამდე, 11 ნოემბრამდე და 11 დეკემბრამდე გადასახდელი თანხები, რაც შეესაბამება კომისიის 2009 წლის 11 სექტემბრის №442/1 გადაწყვეტილებით დადგენილ გრაფიკს.

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი წესით გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

 „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის პ) ქვეპუნქტის, 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N153 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”საქართველოს რკინიგზა” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 198XXX-199XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 11 სექტემბრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება 2010 წლის 11 სექტემბრამდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ე) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 11 სექტემბრის №442/1 გადაწყვეტილების თანახმად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი თანხის  გადახდა საქართველოს სახელმწიფო ცენტრალურ ბიუჯეტში შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

3,150.00  ლარი    -   2010 წლის 11 იანვრამდე;

3,150.00  ლარი    -   2010 წლის 11 თებერვლამდე;

3,150.00  ლარი    -   2010 წლის 11 მარტამდე;

3,150.00  ლარი    -   2010 წლის 11 აპრილამდე;

3,150.00  ლარი    -   2010 წლის 11 მაისამდე;

3,150.00  ლარი    -   2010 წლის 11 ივნისამდე;

3,150.00  ლარი    -   2010 წლის 11 ივლისამდე;

3,150.00  ლარი    -   2010 წლის 11 აგვისტომდე;

3,150.00  ლარი    -   2010 წლის 11 სექტემბრამდე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”რკინიგზის ტელეკომსა” და შპს ”საქართველოს რკინიგზისათვის” ჩაბარების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების 1 პუნქტის ა), ბ), გ) და დ) ქვეპუნქტების შესრულებაზე, დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ.გოთოშია), ხოლო კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების 1 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

კომისიის თავჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ს.ბრიტანჩუკი

კომისიის     წევრი                                                                             კ.კვიტაიშვილი

კომისიის     წევრი                                                                             ი.მოსეშვილი

კომისიის     წევრი                                                                             ა.სიხარულიძე