შპს ”რადიო საქართველოსთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 677 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2009

მიღების თარიღი დეკემბერი 11, 2009

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს  ”რადიო საქართველომ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის  რაიონული სასამართლოს 1996 წლის 12 დეკემბრის № 5/4-1040 დადგენილებით) კომისიას 2009 წლის 13 ოქტომბერს  მიმართა  განცხადებით №620,  (კომისიაში რეგისტრირებული №7/409-09,15.10.09), ქ.თბილისში, რადიოსარელეო ხაზის მეშვეობით სტუდიიდან (მარშალ გელოვანის №2) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე რადიოსამაუწყებლო სიგნალების მიწოდებისთვის, ორი წყვილი რადიოსიხშირის  მინიჭების თხოვნით. 

      კომისია აღნიშნავს, რომ შპს  ”რადიო საქართველო” ფლობს კერძო მაუწყებლობის   ლიცენზიებს: № B63 საერთო მაუწყებლობაზე (მოქმედების ვადა 30.01.2012); № B66 სპეციალიზებულ მაუწყებლობაზე  (მოქმედების ვადა 01.11.2013); №B78 სპეციალიზებულ მაუწყებლობაზე (მოქმედების ვადა 04.03.2075); №B89 სპეციალიზებულ  მაუწყებლობაზე  (ვადა 15.06.2017) და სალიცენზიო პირობების შესაბამისად რადიომაუწყებლობას ახორციელებს ქ.თბილისში, 95.1 მჰც, 96.7 მჰც,  103.4 მჰც  და 106.9 მჰც სიხშირეებზე,  ოთხი სტერეო გადამცემის გამოყენებით.

     კომისიის მიერ, შპს ”რადიო საქართველოსთვის” სტუდიიდან (მარშალ გელოვანის №2)  მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე, რადიოსარელეო ხაზის მეშვეობით, ოთხი რადიოპროგრამის (”ფორტუნა”, ”ფორტუნა+”, ”არ დაიდარდო” და ”ავტო რადიო”) სამაუწყებლო სტერეო სიგნალების მისაწოდებლად,  შერჩეულ იქნა  სიხშირეები: 22414 მჰც ± 14 მჰც და 23422 მჰც ± 14 მჰც;  22526 მჰც ± 14 მჰც და 23534 მჰც ± 14 მჰც; (თითოეული ზოლის სიგანით 28მჰც),  1 ვატამდე   სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

      ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში შპს ” რადიო საქართველომ” კომისიას მიმართა შუალედური წერილით (კომისიაში რეგისტრირებული №6/3187-09,12.11.2009) და თანხმობის წერილით (კომისიაში რეგისტრირებული  № 6/3549-09,27.11.2009).

         სიხშირეები გათვალისწინებულია, ქ.თბილისში, სტუდიიდან (მარშალ გელოვანის №2) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე, რადიოსამაუწყებლო სტერეო სიგნალების მიწოდებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოსაყენებლად, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად.

         კომისია, დამატებით აღნიშნავს, რომ შპს  ”რადიო საქართველომ”  წერილით (კომისიაში რეგისტრირებული №7/484-09,01.12.2009) მოითხოვა  სიხშირის მინიჭების პარალელურად,  მისთვის, კომისიის (№455/13,10.08.07) გადაწყვეტილებით  მინიჭებული სიხშირის გაუქმება.

  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის და მე-12 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის  შესაბამისად, კომისიამ,  კენჭისყრის  შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”რადიო საქართველოს”   რადიოსიხშირეები:  22414 მჰც ± 14 მჰც და 23422 მჰც ± 14 მჰც;   22526 მჰც ± 14 მჰც და 23534 მჰც ± 14 მჰც; (თითოეული ზოლის სიგანით 28მჰც),  გასხივებული სიმძლავრით  1 ვატამდე,  ქ.თბილისში, სტუდიიდან  (მარშალ გელოვანის №2) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე რადიოსამაუწყებლო სტერეო სიგნალების მიწოდებისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შემდეგი ვადებით:

       ა) სიხშირული წყვილი  22414 მჰც ± 14 მჰც და 23422 მჰც ± 14 მჰც,  № B63 ლიცენზიის მოქმედების ვადით,  2012 წლის 30 იანვრამდე, ამავე ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის უზრუნველსაყოფად; 

       ბ) სიხშირული წყვილი  22414 მჰც ± 14 მჰც და 23422 მჰც ± 14 მჰც,  № B66 ლიცენზიის მოქმედების ვადით,  2013 წლის 1 ნოემბრამდე, ამავე ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის უზრუნველსაყოფად;

       გ) სიხშირული წყვილი  22526 მჰც ± 14 მჰც და 23534 მჰც ± 14 მჰც,  № B78  ლიცენზიის მოქმედების ვადით,  2015 წლის 4 მარტამდე, ამავე ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის უზრუნველსაყოფად;

      დ) სიხშირული წყვილი  22526 მჰც ± 14 მჰც და 23534 მჰც ± 14 მჰც,  № B89  ლიცენზიის მოქმედების ვადით,  201 წლის 15 ივნისამდე, ამავე ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის უზრუნველსაყოფად;

2. აღირიცხოს შპს ”რადიო საქართველოსთვის ” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   ძალადაკარგულად იქნას  ცნობილი  კომისიის გადაწყვეტილება (№455/13,10.08.07),   შპს  ”რადიო საქართველოსთვის” სიხშირის  მინიჭების  შესახებ, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ( 2009 წლის 11 დეკემბერი)  ორი თვის შემდეგ (2010 წლის 11 თებერვალი);

4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს ”რადიო საქართველოსთვის”    სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;   

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს   (ს.შავგულიძე);

7.     გადაწყვეტილება (გარდა პირველი   პუნქტისა)  ძალაში  შევიდეს  ამ  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის   შპს ” რადიო საქართველოსთვის ”  ჩაბარებისთანავე, ხოლო პირველი პუნქტი, ძალაში შევიდეს 2010 წლის 11 თებერვალს.   

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                           ს.ბრიტანჩუკი                                                                

კომისიის    წევრი                                                                                კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                               ა.სიხარულიძე

კომისიის    წევრი                                                                                ი.მოსეშვილი