შპს ”ვაიმაქს ჯორჯიასა” და შპს “სტერეო +”-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37 ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 104 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2010

მიღების თარიღი თებერვალი 26, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“), აღნიშნავს, რომ კომისიას 2010 წლის 18 თებერვალს განცხადებით მიმართა შპს “ვაიმაქს ჯორჯიამ” (18.02.2010 №6/597-10) და წარმოუდგინა შპს ”სტერეო +”-თან 2010 წლის 16 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება შპს “ვაიმაქს ჯორჯიას” საკუთრებაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37 ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”სტერეო +”-სათვის პირდაპირი გადაპირების წესით გადაცემის შესახებ და მოითხოვა ცვლილებების შეტანა კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ვაიმაქს ჯორჯია” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2382- 2400 მჰც  სიხშირული დიაპაზონში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  05.05.2016-მდე;

გ) უზრუნველყოს შპს „ვაიმაქს ჯორჯია“-მ 2382- 2400 მჰც  რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად”.

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის 2010 წლის 25 თებერვლის №10/312-10 სამსახურებრივ ბარათზე დაყრდნობით გამოარკვია, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37 ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს “ვაიმაქს ჯორჯიასა” და შპს ”სტერეო +” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37 ლიცენზიის გადაპირება და შპს ”სტერეო +”-სათვის ახალი სალიცენზიო მოწმობის გაცემა.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის  და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად კომისიამ კეჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.      რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”სტერეო +” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2382- 2400 მჰც  სიხშირული დიაპაზონში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  05.05.2016-მდე;

გ) უზრუნველყოს შპს „სტერეო +“-მა 2382- 2400 მჰც  რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად”.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „ვაიმაქს ჯორჯიასა“ და შპს ”სტერეო +”-სთვის ჩაბარების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), და გ) ქვეპუნქტების შესრულებაზე, დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპატამენტს (ს.შავგულიძე), ხოლო პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესრულებაზე კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ.გოთოშია).

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე გარდა პირველი პუნქტისა დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                              ს. ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრი                                                                                              კ.კვიტაიშვილი  

კომისიის წევრი                                                                                              ი. მოსეშვილი