სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” სიხშირეებისა და ნუმერაციის მინიჭების გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 22 თებერვლის N95/13, 14 მარტის N126/13, 4 ივლისის N388/13, 25 ივლისის N424/13, 24 ოქტომბრის N613/13 და 2009 წლის 29 მაისის N262/7, 31 ივლისის N373/13 გა

ნომერი: 120 / 19

გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2010

მიღების თარიღი მარტი 12, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” კომისიას მიმართა განცხადებით (09.03.2010 N6/803-10) სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ კომისიის 2008 წლის 22 თებერვლის N95/13, 14 მარტის N126/13, 4 ივლისის N388/13, 25 ივლისის N424/13, 24 ოქტომბრის N613/13 2009 წლის 29 მაისის N262/7 და 31 ივლისის N373/13 გადაწყვეტილებებით მინიჭებული რადიოსიხშირეებისა და ნუმერაციის გაუქმების თაობაზე.

კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ მინიჭებული ჰქონდა რადიოსიხშირეები სადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით 10 წლის ვადით.

კომისიის 2009 წლის 29 მაისის N262/7 გადაწყვეტილებით, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი - 0-9 (ნული ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით, საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის გარდა).

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან სს „გაერთიანებული ტელეკომი“ საკუთარი განცხადების საფუძველზე უარს ამბობს კომისიის მიერ მინიჭებული რადიოსიხშირეებითა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობაზე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, გაუქმდეს სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“, ნუმერაციისა და რადიოსიხშირეების მინიჭება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2008 წლის 22 თებერვლის N95/13, 14 მარტის N126/13, 4 ივლისის N388/13, 25 ივლისის N424/13, 24 ოქტომბრის N613/13, 2009 წლის 29 მაისის N262/7  და  31 ივლისის N373/13 გადაწყვეტილებები.

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.   კომისიის 2008 წლის 22 თებერვლის N95/13, 14 მარტის N126/13, 4 ივლისის N388/13, 25 ივლისის N424/13, 24 ოქტომბრის N613/13 და 2009 წლის 29 მაისის N262/7, 31 ივლისის N373/13 გადაწყვეტილებები ცნობილ იქნას ძალადაკარგულად და გაუქმდეს სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ ნუმერაციისა და რადიოსიხშირეების მინიჭება;

2.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილებითი ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

                                კომისიის თავმჯდომარე                                            ი.ჩიქოვანი

                                     კომისიის წევრები                                                 ა.სიხარულიძე

                                                                                                                    კ.კვიტაიშვილი

                                                                                                                     ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები